ტური კახეთში - Wings for Life World Run - ZooM
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გზად მოვინახულებთ:
* ულამაზეს გომბორის უღელტეხილს 1620 მ.
* ახალ შუამთას
* ძველ შუამთას
* იყალთოს
* ალავერდს
???? დაახლოვებით 13:30 საათისთვის ჩავალთ დანიშნულების ადგილზე, სადაც შეგვეძლება მთელი დღის განმავლობაში დავკავდეთ სხვადასხვა სპორტული და გასართობი თამაშებით ????????
???? მარათონი სტარტს აიღებს 15:00 საათზე.
???? დაახლოვებით 19:00 საათისთვის გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
07:00 საათზე ვიკრიბებით დიდუბის მეტროს ქვედა გამოსასვლელთან.
07:30 საათზე გავდივართ.
22:00 საათზე ვბრუნდებით თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
* კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა
* ფოტო გადაღება
* გამყოლები
* კვება ინდივიდუალურია, ყველას მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები, სურვილის შემთხვევაში გზად ვიყიდით სამწვადეს და ალაზნის პირზე ყველანი ერთად მოვაწყობთ უგემრიელეს პიკნიკს.
* ჩაიცვით კომფორტულად. მანდილოსნებმა გაითვალისწინეთ მოსანახულებელია ეკლესია-მონასტრები.
მინდია
ზურა
გაითვალისწინეთ:
თანხა უნდა ჩაირიცხოს საბანკო ანგარიშზე
მიმღები: მინდია ლომიძე
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, კახეთი
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 41
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
P.S ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არჩაიშალოს)
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ივენთს:
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.