მრავალწყარო თეთრი უდაბნო
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ერთ დღიანი ტური მრავალწყარო , თეთრ უდაბნოში
ორგანიზატორი
სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი
2 კმ
რაიონი:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მოსანახულებელი ადგილები:
- ჯანდარას ტბა
- ნათლისმცემლის მონასტერი
- წამებულის მონასტერი
- მრავალწყაროს წყალსაცავი
- მრავალწყაროს კლდეში ნაკვეთი მონასტერი
- თეთრი უდაბნო
მგზავრობა
გიდის მომსახურება
ფოტო ვიდეო გადაღება
მხიარულება და გართობა
კვება თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები.
პიკნიკზე ვჯდებით ყველანი ერთად!
ყურადღება!
ყველა ვემორჩილებით გამყოლს წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვიხსნით.
იკრძალება მიკრო ავტობუსში დალევა და მოწევა.
სავალდებულოა წარმოადგინოთ ჩარიცხული თანხის ქვითრი.
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გასვლის დრო და ადგილი:
დიდუბის მეტროს ზედა მხარეს
დაგვიანების შემთხვევაში ველოდებით 10 წუთით!
თანხის გადახდა ჩარიცხვით
მთავარი წესი: ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვყრით ნაგავს (შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ). არ უკვდავყოთ თქვენი სახელები კედლებზე.
აკაკი
ტურის ორგანიზატორები:
აკაკი ხუციშვილი
ციცი კუტალაძე
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.