national delicacy

ლალისყური - ფშაველი - ალავერდი

  • ID: 40656
  • ნახვები: 13929
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/04/18
    დაბრუნება
    • 29/04/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან უცნობ ტურს კახეთში ,,ლალისყური - ფშაველი“

1. ალავერდი 
VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

2. ტალის ციხე - XVII ს. კოშკი, რომელსაც სათვალთვალო-სასიგნალო ფუნქცია ჰქონდა.

3. იოანე მახარობლის ეკლესია - XVII ს.

4. წყაროსთავის წმ. გიორგის ეკლესია -VII ს. 
ტაძარი შესულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მდებარებს სოფელ ლალისყურში მდ. სტორის ნაპირზე, შემაღლებულ გორაზე.

5. ლალისყურის ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია წმ. ნიკოლოზი.ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II-მ იმამ-ყულიხანმა 1703-1722 წ.წ. 1742 წელს მიწისძვრის შედეგად ციხე სულ დაინგრა. ის ციხე კი, რომელიც ახლა დგას, ამ მიწისძვრის მომდევნო პერიოდშია აგებული. XIX საუკუნეში, ციხის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ ჩოლოყაშვილებს ჩაუდგამთ სასახლე. 

6. წმ. მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია XVIII ს. 
მდებარეობს სოფელ ფშაველში. აგებულია დარეჯან დედოფალის ნებართვით. ტაძარი უკურთხებია ანტონ მეორეს.
სოფელს სახელი ,,ფშაველი“ ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები (ვენახები). გვიან საუკუნეებში სამეფო-სახასო საკუთრება იყო, შედიოდა თორღის საციხისთავოში. XVIII საუკუნეში მიეკუთვნებოდა რუსთაველის სადროშოს. ფშაველის მახლობლად 1937 წელს აღმოჩენილი განძი შედგება 127 მონეტისაგან. აქ არის ამიერკავკასიის, ჩრ. აფრიკის და შუა აზიისა ზარაფხანების პროდუქცია. განძი ჩაფლული უნდა იყოს IX საუკუნის I მეოთხედში.

7. ალვანის ცხრაკარას სასახლე - XVI ს. კახეთის მეფე ლევანის სასახლე.

8.ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VIII-IX ს.ს.
სამნავიანი ბაზილიკა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ბაზილიკის კედლები მოხატულია. XVII საუკუნეში სამხრეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული.

29 აპრილი, კვირა.
ტურის ღირებულება: 23 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში: 3 კმ. მარტივი სირთულის (მთელი დღის განმავლობაში)

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ. ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი. 
გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

https://www.facebook.com/bilikebze/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/04/18
    დაბრუნება
    • 29/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა