ულამაზესი ქიზიყის ტური.( ელიას მთა, თამარის ციხე, არწივების ხეობა) შაბათს აპრილს.
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ულამაზესი ტური კახეთის მხარეში,ქიზიყში
????#რეგისტრაცია.. დაიწყო????
????#იჩქარეთ????
????ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ელიას მთა. ????
???? ჩვენ უკვე ვიწყებთ! შემეცნებით-სანახაობრივი ტური ს მიმართულებით????
თქვენ გელოდებათ ზღაპრული გარემო ახალი მეგობრები,???? თავგადასავალი, რომანტიური გარემო????მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი დღე არაჩვეულებრივი გაზაფხულის სეზონისგან. ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ. ????????
მოვინახულებთ:
- გამოირჩევა უნალექო და თბილი ჰავით,რაც სასიმოვნოს გახდის ჩვენს მოგზაურობას
ელიას მთა და წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს და საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ქოჩების ტბაზე.
არწივის ხეობა - ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის
ხორნაბუჯის ციხე (ანუ თამარის ციხე) მთაზე განლაგებული ციტადელი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.
????მოსანახულებელი ადგილები მდებარეობს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.
- ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
- გამყოლი
გასვლა
- დიდუბის ქვედა გაჩერება ( სამთო ქიმიის წინ )
????ვიკრიბებით 06:30
????გავდივართ 07:00
????დაბრუნება 22:00
????დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
კვება
- მოგვაქვს ინდივიდუალურად ( ერთი დღის სამყოფი )
- თუ სურვილი გექნებათ ვიყიდოთ მწვადი ()
- ალკოჰოლი შეგიძლიათ წამოიღოთ
ტყეში დავანთებთ კოცონს, წინ დაუვიწყარი დღე გელოდებათ
ტურში გასათვალისწინებელი.
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.