ტური პანკისის ხეობაში
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დღის შემოთავაზება smile travel -ისგან კემპინგისა და თავგადასავლების მოყვარულებს
ადგილი რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო ...
შემოგვიერთდით ყველაზე საინტერესო და სათავგადასავლო ლაშქრობაში , დაიმუხტეთ უამრავი დადებითი ემოციით, გაატარეთ დრო სასიამოვნო გარემოში და შეიძინეთ ახალი მეგობრები.
სანახავი ობიექტები:
ხადორის ხეობა
მახვალის ჩანჩქერი
ბაწარის ხეობა ( ულამაზესი ბუნებით )
სოფელ დუისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ძველი და ახალი მეჩეთი სოფელ დუისში
სოფელ ჯოყოლოს კვირაცხოვლობის ეკლესია
და ბოლოს ! თუ დაგვრჩა დრო და ენერგია , ძველ და ახალ შუამთაშიც შეგვიძლია შევიაროთ !
კომფორტული მიკროავტობუსი
უსაყვარლესი/სიმპაწიური და გამოცდილი გამყოლი/ები :D
ფოტო/ვიდეო გადაღება
გართობა
ჭამასმისა და ხინკლის მოყვარულებო სოფლ დუისში შეგვიძლია უგემრიელესი ქისტური ხინკალი მივირთვათ.
დაიმახსოვრე , რომ მოგზოურობა ეს ერთადერთი საშუალებაა , როდესაც ფულის დახარჯვით შენ მდიდრდებიю
კვება ინდივიდუალურად (არის სამწვადაო ადგილები ასე რომ ერთად მოვიფიქროთ სურვილისამებრю
ხეობის საფეხმავლო სიგძე 1,5კმ
შეკრების ადგილი მეტრო მარჯანიშვილი
გასვლის დრო 8 საათი (ვიკრიბებით 7:30სთ-დან და ძილისგუდებს ველოდებით 20წთ)
ჩაიცვით კომფორტულად თან წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი :)
..................................................................
შენიშვნა
თანხის ჩარიცხვა მოხდება წინასწარ რამოდენიმე დღით ადრე ქვემოთ მოთითებულ ანგარიშზე
ბაჩო
თათია
მადლობა , რომ აგვირჩიეთ!
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.