არწივის ხეობა,ხორნაბუჯი,ხირსა,მირზაანი,ელიას მთა
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების დრო და ადგილი:
ველოსიპედთან ( რედისონის მიმდებარე ტერიტორია)
07:45 წთ.
გასვლის დრო 08:00
სანახავი ობიექტები:
ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის მამის სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი სოფელ ტიბაანში ( (VIII ს )
ფიროსმანის სახლმუზეუმი მირზაანში - სადაც გამოფენილია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი ტილო.
არწივის ხეობა -კანიონი, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია (თუ გაგვიმართლებს) სხვა და სხვა მტაცებელი ფრინველის ნახვა.
ხორნაბუჯის (თამარის ციხე) - საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალაზნის ველსა და კახეთის კავკასიონზე
ელიას მთა და მონასტერი
ფეხით გასავლელი მანძილი
6კმ. სირთულის მხრივ მარტივი ნაწილობრივ საშუალო
სწორი რელიეფი, ასაცოცებელი კიბეები და კლდე.
ღჭურვილობა:
• მაღალძირიანი ფეხსაცმელი .
• მოსახერხებელი (სპორტული ) ტანსაცმელი
• თბილი მოსაცმელი
• წყალი მინიმუმ 1 ლიტრი
სასურველია:
• საწვიმარი
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები
• მზის სათვალე/კეპი
• მზისგან დამცავი კრემი
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი
• პირადი აფთიაქი
თუ ვინმეს აწუხებს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ალერგია ასთმა და ა.შ.) აუცილებელია გვაცნობოთ.
ერთი ოჯახიდან წამოსულთათვის ( და-ძმა, დედა-შვილი, ცოლი- ქმარი - )
ტრანსპორტირება
სალაშქრო გიდი მომსახურება
კვება ( თან უნდა იქონიოთ ერთი დღის სამყოფი საკვები )
ფიროსმანის მუზეუმის ბილეთები - (უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.)
ლაშა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა ტურამდე 2 დღით ადრე უკან არ ბრუნდება !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.