national delicacy

კვეტერა, მატანი (ცხრაკარა), თეთრი გიორგი

  • ID: 40202
  • ნახვები: 12416
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ტყეში მიმალულ ულამაზეს ტაძრებში. 

1.თეთრი გიორგი:
ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII საუკუნეებს, სამრეკლო – XVI საუკუნისაა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. აქ ეკლესიამდე წარმართული სალოცავი იყო, სადაც მთვარეს ეთაყვანებოდნენ. აღსანიშნავია მოვლენა, რომელიც სავსე მთვარეობას იმართებოდა კახეთში. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის მონები". ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა.კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის მონა", რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იმართებოდა პურობა.

2. ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესია და ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი:
კომპლექსი სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1756 წელს გრიგოლ ჩოლოყაშვილის მიერ. დარბაზში სამი საფლავია, ერთ-ერთში დაკრძალულია ერეკლე II-ის შვილიშვილი ლუარსაბ ჩოლოყაშვილი.
თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისთვის კი ახმეტა დაურქმევიათ.

3. კვეტერა - XI ს. 
ისტორიული ციხე ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე,გალავანი,სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. კვეტერა საკმაოდ განვითარებული და ძლიერი ქალაქი ყოფილა, რასაც შემდეგი ისტორიული ფაქტიც მოწმობს. როდესაც ბაგრატ IV. 1043 წ. მთელი კახეთ–ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება კი ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერა მოხსენიებული ისტორიულ რომანებში "გმერთა ვარამი" და "დიდოსტატის მარჯვენა" ციხე - ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

4. მატნის ცხრაკარას მონასტერი - V ს. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს გალავანი.მონასტრის მთავარი შენობა V–VI სს. სამნავიანი ბაზილიკაა. VII –IX სს. მას მიაშენეს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, დასავლეთის მხარეს კარიბჭე. სამრეკლო - XVII ს. ცალკე მდგომი ეკლესია - XIV ს. ფერწერის ფრაგმენტები - XIV ს.

5. მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI ს. გუმბათოვანი ტაძარი. ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

6. მატანის ციხე - ჩოლოყაშვილების ციხე-ნასახლარი. აუგიათ კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს XVIII ს. ციხე კომპლექსური ნაგებობაა და მოიცავს თავად ციხესიმაგრეს, სხვადასხვა დანიშნულების ორ ნაგებობას, სასახლეს, ეკლესიას და კოშკებს. ციხის შუა ნაწილში დგას ღვთისმშობლის ეკლესია.

15 აპრილი, კვირა.
ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ჯამში: 
9 კმ. მარტივი სირთულის. 

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ. დაგვიანებულებს ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის პირად შეტყობინებაში 

 ან დაგვიკავშირდით ნომერზე   ანი

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა