აპრილს მადლიანი და ბარაქიანი კახეთი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
იგრძენი მოგზაურობის რითმი (Feel the rhythm of travel) გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბარაქიან და მადლიან კახეთში წამოდით და იგძენიღ ჩვენთან ერთად გაზაფხულის ფერბში მორთულ კახეთში :)
დღის განრიგი
დილით 7 სათზე ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან ასევე საგარეჯოს ცენტრზე 0:8 სათზე და გავემართებით კახეთის მიმართულებით მოვინახულებთ
1ძველი და ახალი შუამთა
2ნეკრესი ფეხით გასავლელი მანძილი სულ 3 კმ თუ სურვილი გექნებათ შეგვილა 2 ხიდიანი მარშოტკა ვიქირაოთ
3გრემის სამონასტრო კომპლექსი
4 ალავერდი
5 ბოდბე წმინდა ნინოს დედათა მონასტერს
6ღამის სიყვარულის ქალაქი სიღნაღი
გასათვალისწინებელი საკითხები
საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურათ ერთი დღის საგზალი ვაწყობთ საერთო პოკნიკს ბუნებაში მწვანიანზე :) ვემორჩილებით გამყოლ გიდს წინაღმდეგ შემთხევაში გიდი იხსნის პასუხისგებლობას არ ვაბინძურებთ გარემოს არ ვბილწსიტყვაობთ ჩვენივე კომფორტისთვის ვიცვავთ სპორტულათ მოოგვაქს საწვიმარი უამინდობის შემთხვევაში.
ტურის ორგანიზატორი ოთო დარბაისელი დაწვრილებით სხვა საკითხებზე დამიკავშირდით ტელ
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.