სამდღიანი ღვინის ტური საქართველოში
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოვინახულებთ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის კომპანიას "კორპორაცია ქინძმარაულის" ღვინის მარანს, სადაც შესაძლებლობა გვექნება დავაგემოვნოთ მსოფლიოში აღიარებული სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.
მოგზაურობა გამოცდილ გუნდთან ერთად ღვინის ქვეყანაში.
მოგზაურობის პერიოდში ჩვენ ვნახავთ:
• თბილისი საქართველოს დედაქალაქი
• კახეთი ღვინის რეგიონი
• მცხეთა
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1 თბილისი
ტური იწყება დილის 11 საათზე, გიდი და მძღოლი დაგხვდებათ სასტუმროსთან.
თბილისში თქვენ ნახავთ:
• წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
• მეტეხის ეკლესია
• თავისუფლების ხიდი და რიყის პარკი
• ქართლის დედა
• ნარიყალას ციხე
• აბანოთუბანი
დღე 2 კახეთი (ღვინის რეგიონი)
ტური იწყება დილის 10 საათზე, გიდი და მძღოლი დაგხვდებათ სასტუმროსთან.
კახეთში თქვენ ნახავთ:
• უჯარმის ციხე
• ახალი შუამთა
• გრემი
• კორპორაცია ქინძმარაულის ღვინის მარანი
დაბრუნება თბილისში, განთავსება სასტუმროში
დღე 3 მცხეთა
ტური იწყება დილის 10 საათზე, გიდი და მძღოლი დაგხვდებათ სასტუმროსთან.
მცხეთაში თქვენ ნახავთ:
• ჯვრის მონასტერი
• სვეტიცხოველი
• სამთავროს მონასტერი
• შიომღვიმის მონასტერი
დაბრუნება თბილისში. ტრანსფერი აეროპორტში
• ტრანსფერი დახვედრა/გაცილება
• მძღოლის მომსახურეობა (კომფორტული ავტომანქანით)
• გიდის მომსახურეობა ( სასაუბრო ენა ქართული,ინგლისური, რუსული ან გერმანული)
• სასტუმროს დაჯავშნა/ დაბინავება
• სასმელი წყლით უზრუნველყოფა მგზავრობის პერიოდში
• ღვინის დეგუსტაცია (სამი განსხვავებული ღვინის დაგემოვნება)
• ავიაბილეთები
• სასტუმროს გადასახადი
• სამოგზაურო დაზღვევა
• საკვები
(Whatsapp/Viber)
ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის მეშვეობით:
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.