national delicacy

ელიას მთა, ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, სიღნაღი - 24 მარტი

  • ID: 39631
  • ნახვები: 11136
complogo
გაიცანი საქართველო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/03/18
    დაბრუნება
    • 24/03/18
დამატებითი ინფორმაცია

24 მარტს (შაბათს), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", გთავაზობთ ტურს ქიზიყში.

 

მოვინახულებთ:

 

♥ ვიზიტორთა ცენტრი - პირველად ვიზიტორები საინფორმაციო ცენტრში მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ

♥ ელიას მთა და წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს და საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ქოჩების ტბაზე.

♥ ხორნაბუჯის ციხეს ( ე.წ თამარის ციხე) - მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე. 
პ.ს ფეხით სასიარულო მანძილი გახლავთ ჯამში 3 კმ.

♥ არწივის ხეობა - ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე (თუ გაგვიმართლებს) მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. ფეხით სასიარულო ჯამში გახლავთ 1, 5 კმ.

♥ საღამოს თავისუფალი დრო სიღნაღში გასეირნებისთვის. (დაახლოებით 1, 20 საათი)

 

ტურის ღირებულება გახლავთ: 22 ლარი. ფასში შედის:

 

1) ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით 
2) კვალიფიციური გიდი

 

ფასში არ შედის კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად.

 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

 

გასვლა რედისონიდან: 08:00 სთ
დაბრუნება რედისონთან: 21:00 სთ

------------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
გაიცანი საქართველო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/03/18
    დაბრუნება
    • 24/03/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა