დღიანი სამთო სათხილამურო , კულტურული ტური სვანეთში- აპრილს

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID39572

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სამთო–სათხილამურო ტური ულამაზესი სვანეთში-(ლატალი–მესტია–ჰაწვალი–თეთნულდი–უშგული)

(3დღე-2ღამე)

მარშრუტი: თბილისი -მესტია-ჰაწვალი -თეთნულდი– თბილისი.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, ვარდების მოედნიდან :

–კვების გარეშე

–საუზმით

ორჯერადი კვებით

Diamond Georgia-შენი საუკეთესო არჩევანი

ტურის სახეობა: სათავგადასავლო, სამთო–სათხილამურო ტური

ტრანსპორტირება:(თბილისი–მესტია–თბილისი)–მიკრო ავტობუსით გამოცდილი მძღოლით

გიდი–გამყოლის მომსახურება

მუზეუმში შესვლის საფასურები-

დელიკის დაქირავები თეთნულდის მიმართულებით , 15-

დელიკის დაქირავება უშგულის მიმართულებით–(1 დელიკა 150-, მაქსიმალური ტევადობა: 6 კაცი )

საბაგიროს აბონიმენტი

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე თბილისი - მესტია- მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი- მარგიანების მუზეუმი.

00:05 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;

10:00 მოვინახულებთ ლატალის : მაცხვარიში — სოფელი (ლატალისთემი), მდინარე ( მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მ, 9 კმ. წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 კაცი.

სოფლის მახლობლად, გორაკზე, შემორჩენილია დასასრულის – დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელ კამარიანად მოხატულია. წარწერიდან ირკვევა, რომკედლები XII საუკუნის დასაწყისში მოუხატავს . ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო - მიეკუთვნება

იენაში-არის XII-XIV სს-ის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია.

დღეისათვის ეკლესიის შიდა მოხატულობა ძნელი გასარჩევია. საინტერესოა, რომ სვანეთის მრავალრიცხოვან ეკლესიათაგან მხოლოდ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისაგან. ეს სიუჟეტი საკურთხევლის გვერდით, სამხრეთ კედელზეა გამოსახული. ეკლესია რამდენჯერმე გაუძარცვავთ, მასში დაცული ძვირფასი ხატები და ნივთები მოუპარავთ.

14:30 მათთვის ვინც არ წავა სათხილამურო ტრასაზე მოინახულებს: მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს , მარგიანების მუზეუმს.ხერგიანების მუზეუმს.

საღამოს თავისუფალი დრო, ღამის მესტიის ულამაზესი ხედებით ტკბობა

20:00 ღამისთევა და ვახშამი საოჯახო სასტუმროში

მეორე დღე : ჰაწვალი–თეთნულდი-უშგული(არჩევანი სურვილისამებრ)

08:00 საუზმე;

09:00 გამგზავრება თეთნულდის მიმართულებით (სურვილისამებრ)

09:30 გამგზავრება ჰაწვალის მიმართულებით (სურვილისამებრ)

საბაგიროების დაკეტვის შემდეგ გამომგზავრება საოჯახო სასტუმროსაკენ. თავისუფალი დრო.

8:30 უშგული (სურვილის შემთხვევაში–დელიკებით)

ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას,

08:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
12:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-Xსაუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია , თემში.

ეკლესია მდებარეობს სოფელ ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.

ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.

გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.
16:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა)–ტაძრის ნახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი
20:00 ვახშამი დაღამისთევა საოჯახო სასტუმროში

მესამე დღე : ჰაწვალი

08:00 საუზმე;

09:00 გამგზავრება თეთნულდის მიმართულებით (სურვილისამებრ)

09:30 გამგზავრება ჰაწვალის მიმართულებით (სურვილისამებრ)

14:00 დაბრუნება მესტიაში

14:00 გამგზავრება თბილისის მიმართულებით, მოვინახულებთ ენგურის ულამაზეს წყალსაცავს და გავაგრძელებთ გზას თბილისისაკენ

იმსათვის, რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ 15 ადამიანი

T.

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.