ერთ დღიანი ტური: ვარძია - რაბათის ციხე - ბორჯომი !

ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამცხე-ჯავახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID39206

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთად მოვინახულოთ ქართული მხატვრული კულტურის ძეგლები:
რაბათის ციხე-არის ახალციხის აზიური სტილის შუასაუკუნეების კომპლექსი. მე -13 საუკუნეში აშენებული რაბათის ციხე განვითარდა სხვადასხვა კულტურის გავლენის ქვეშ მომდევნო საუკუნეებით და ეს აისახება მის არქიტექტურაში. 7 ჰექტარის მქონე ციხე კომპლექსი, ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა.
ბორჯომი - სამხრეთ საქართველოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზღვარზე მდებარე ულამაზესი საკურორტო ქალაქია. ქალაქი ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, რომელიც საქართველოს ექსპორტიორია; რომანოვის საზაფხულო სასახლე და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მსოფლიო ფონდი. ბორჯოში მდებარეობს კავკასიის ყველაზე ფართომასშტაბიანი ეკოლოგიურად სუფთა გასართობი პარკი.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი/გიდი
ფოტო/ვიდეო
ყავა და ჩაი
კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ).
შესასვლელი ბილეთები:
????რაბათის ციხე-
????ვარძიის სამონასტრო კომპლეკსი-
????ბორჯომის პარკი-
შეკრების დრო და ადგილი:
თბილისი - დილით 08:00 საათამდე შევიკრიბებით მეტრო რუსთაველის საპირისპირო დიდი ველოსიპედის წინ.

???? წესები: რომლებსაც ვემორჩილებით თითოეული ტურის მონაწილე:
1. არ ვყრით ნაგავს არსად და არ ვაბინძურებთ გარემოს (არც მარშუტკაში).
2. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველანი ვემორჩილებით ორგანიზატორების მითითებებს.
3. არ ვბილწსიტყვაობთ.
4. შეკრების ადგილზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პირები ტურზე არ დაიშვებიან.
5. არ ვღებულობთ ალკოჰოლს ორგანიზატორთან შეთანხმების გარეშე. ????
6.ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????

????
დამატებითი დეტალები:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.

რა ვნახოთ

  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
  • რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
  • ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
  • ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
  • საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
  • ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.

სამცხე-ჯავახეთი: გზამკვლევი
სამცხე-ჯავახეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ვარძიის ნახვა ერთ დღეში თბილისიდან?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8 საათამდე გაატარებთ. სჯობს ორი დღე: ერთი ღამე ახალციხეში ან ბორჯომში, გზად კი რაბათი, საფარა და ხერთვისი.
როდის იწყება სეზონი ბაკურიანში?
თოვლის მიხედვით, ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, და მარტამდე გრძელდება. დიდი და დიდველის ფერდობები დამწყებთათვისაც და გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც გამოდგება.
რა არის „კუკუშკა“?
ძველი ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ტყით და ხიდებით. მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია — ნელია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რამდენი დღე სჭირდება რეგიონს?
ბორჯომი, რაბათი და ვარძია 2 დღეში ჯდება. ჯავახეთის ტბებისა და ბაკურიანის დასამატებლად 3–4 დღე დაგჭირდებათ.
ბავშვებთან ერთად სად წავიდეთ?
ბორჯომის პარკი საბაგიროთი, „კუკუშკა“, ბაკურიანის ფერდობები და რაბათი ბავშვებისთვის კარგი არჩევანია. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებთან ფრთხილად.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.