დავითგარეჯი-ბოდბე- სიღნაღი!
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ერთად მოვინახულოთ:
???? დავით გარეჯის ზღაპრული სამონასტრო კომპლექსი
ქართული სამონასტრო ცხოვრების უმძლავრესი კერა ! ,,ათცამეტი'' ასურელი მამის კიდევ ერთი ნაკვალევი!
????ბოდბე-უნატიფესი , ემოციური მონასტერი, ყველა ქართველისათვის სათაყვანებელი ადგილი! სადაც განისვენებს ქართველთა განმანათლებელი -წმინდა ნინო!
????სიღნაღი-სიყვარულის ქალაქი ! ალაზნის დიადი მინდვრების ულამაზესი ხედები ! წარსულისა და თანამედროვობის შერწყმა, სეირნობა საღამოს სიყვარულის ქალაქის ქუჩებში.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი/გიდი
ფოტო/ვიდეო
ყავა და ჩაი
კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ).
სახინკლე ტრადიციულად (სურვილისამებრ)
???? შეკრების დრო და ადგილი:
თბილისი - დილით 07:00 საათამდე შევიკრიბებით მეტრო რუსთაველის საპირისპირო დიდი ველოსიპედის წინ.
???? წესები: რომლებსაც ვემორჩილებით თითოეული ტურის მონაწილე:
1. არ ვყრით ნაგავს არსად და არ ვაბინძურებთ გარემოს (არც მარშუტკაში).
2. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველანი ვემორჩილებით ორგანიზატორების მითითებებს.
3. არ ვბილწსიტყვაობთ.
4. შეკრების ადგილზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პირები ტურზე არ დაიშვებიან.
5. არ ვღებულობთ ალკოჰოლს ორგანიზატორთან შეთანხმების გარეშე. ????
6.ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
????
დამატებითი დეტალები:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.