ორდღიანი ჯიპ-ტური მესტიაში ქუთაისიდან
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ორდღიან ჯიპ-ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სვანეთში - მესტიაში.
ტურისტების რაოდენობა: მინიმუმ 8 პერსონა
ტურის ხანგრძლივობა: 2-დღე 1-ღამე
შეკრების ადგილი:
ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი ( მაკდონალდსთან )
მარშრუტი:
პირველი დღე
ენგურის წყალსაცავი
მესტიაში საოჯახო სასტუმროში დაბინავება
გასვლა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტის მიმართულებით
ღამის მესტიაში გასეირნება
მეორე დღე
გასვლა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით ( არ დაგჭირდებათ სხვა მანქანის დაქირავება და დამატებითი თანხის გადახდა ).
მოვინახულებთ ისტორიულ კოშკებს მესტიაში: ხერგიანის სახლ-მუზეუმს , მარგიანების კოშკს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 8 ადგილიანი კომფორტული მინივენით ( MITSUBISHI DELICA 4x4 ) მანქანა აღჭურვილია ყველა საშუალებით, რომელიც სრულ კონფორტს შეგიქმნით მგზავრობისას. ( DVD, WIFI, USB-პორტი ყველა მგზავრისთვის, Bluetootch-პორტი და ა.შ. ).
განთავსება საოჯარო სასტუმროში ( WIFI მხარდაჭერა სასტუმროში )
გამოცდილი მძღოლი გამყოლი
კვება
საბაგიროს საფასური
მუზეუმების საფასური
საჭირო ეკიპირება:
მოსახერხებელი სპორტული და თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
ვისაც გააჩნია მუსიკალურ საკრავებზე დაკვრის ნიჭი, აუცილებლად წამოიღეთ :)
აკრძალულია:
ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
არ ვაბინძურებთ გარემოს
99-487-485 იმედა
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თიბისი ბანკის მეშვეობით:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.