national delicacy

მოირონინე თოვლიანი გომის მთა 31 მარტს

  • ID: 38894
  • ნახვები: 4380
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 04/02/18
დამატებითი ინფორმაცია

31 მარტს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ უსპეტაკეს :) ტურს თოვლიან გომის მთაზე ♥ ასე რომ მოემზადეთ ღრუბლებს ზემოთ მოგზაურობისთვის ♥ 

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 4:00 სთ
გასვლა: 4:30 სთ. 
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:
ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს ♥
კურორტი გომის მთა ♥ 

ტურის აღწერა: 
მიკროავტობუსი მიგვიყვანს საჭვეთამდე,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს გომის მთის მიმართულებით,ფეხით გასავლელი მანძილი 11 კმ. (თუ სურვილი გექნებათ შესაძლოა დელიკის დაქირავება რომელიც გაგვატარებს პლიუს 3 კმ-ს... ფასი კაცზე 5 ლარი) გზა იქნება თოვლიანი,იმ დროისთვის თუ კიდევ დაემატა თოვლი საჭიროა გამაშები,წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და შარვალი...სავარაუდო ასვლის დრო 6 სთ. ასვლის შემდეგ დავბანაკდებით კოტეჯში,რომელშიც გვექნება ელექტრო ენერგია ;) ცეცხლი და ნავთი :) კოტეჯში 8 საწოლია და თითოზე ორის განთავსებაა შესაძლო,თუ ვიქნებით 20 წამსვლელი მაშინ 4-ს მოუწევს საგებელზე წოლა საძილეთი ;) დანარჩენი გართობა არაამქვეყნიურ ადგილას ღრუბლებს ზემოთ ჩვენზეა,მითუმეტეს ზამთარში გომის მთის ხილვა ბევრს არ ღირსებია ♥ 
რონინი გისურვებთ წარმატებულ ლაშქრობას...

მარშრუტის სირთულე: 
საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი : 
11 კმ. (ერთი გზა)
თუ დელიკას დავიქირავებთ 
8 კმ. (ერთი გზა)

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 65 ლარი.

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის 
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება 
გამყოლი 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
ღამისთევა კოტეჯში 


ფასში არ შედის:

ორი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 

თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, ქურთუკი, შარვალი. წამოიღეთ გამაშები და გამოსაცვლელი სამოსი


გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე65.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 04/02/18