ბაკურიანობა
ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შპს „“ გთავაზობთ 2 დღიან ტურისტულ საგზურს ბაკურიანში. თქვენ დაესწრებით სხვადასხვა სპორტულ-ექსტრემალურ შეჯიბრებებს, როგორიცაა: თხილამურებით სირბილი, სლალომი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი, ჰოკეი. ასევე გაიმართება ავტო-შეჯიბრი, ე.წ Off-Road. საღამოს დასასრულს ისიამოვნებთ გალა-კონცერტით პოპულალური საესტრადო ჯგუფების მონაწილეობით და საზეიმო ფეიერვერკით.
ტურის სახეობა: სამთო-სათხილამურო
სირთულე: მარტივი
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტულიი მიკროავტობუსი
ხანგრძლივობა: 2 დღე
მარშრუტის მანძილი: 400 კმ.
• ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
• სასტუმროში განთავსება
• გამყოლი
• ფოტო მომსახურება
• თამაშდება 1 დღიანი უფასო საგზური
• კვება
????შეკრების ადგილი:
• ქალაქი რუსთავი - მერიის მიმდებარე ტერიტორია 08:00 სთ;
• ქალაქი თბილისი - მეტრო დიდუბის ზედა მხარე 08:50 სთ
???? თანხის ჩარიცხვა ხდება კომპანიის იურიდიულ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი
ს/კ:
მიმღები: შპს „“
ტურის დაჯავშნა და თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტურის განხორციელებიდან მაქსიმუმ 5 დღით ადრე.
ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება ხდება გამგზავრებამდე მაქსიმუმ 5 დღით ადრე გადაფიქრების შემთხვევაში, რადგან არ მოხდეს ტურის ჩაშლა.
ტური განხორციელდება მინიმუმ 15 მსურველის შემთხვევაში
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.