გაყინული ფარავანისა და საღამოს ტბები
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ყველაზე გასხვავებული და სილამაზე ტური ;-)
მზის ჩასვლა ყოველთვის ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გაყინული ტბის ირგვლივ საქართველოს საოცარი მთებია.
დღის განმავლობაში მოსანახულებელი ლოკაციები:
დაშბაშის კანიონი- ყინულის ლოლოები უფრო ალამაზებს ამ კანიონს
ფოკას დედათა მონასტერი
ფოკას მამათა მონასტერი
ფარავნის ტბა -საქართველოს უდიდესი ტბა. ტბასთან გავჩერდებით შესაძლებელი იქნება გაყინულ ტბაზე სრიალი. ასევე გადავიღებთ #ყველაზემეტ ფოტოებს და დაველოდებით მზის ჩასვლა
საღამოს ტბა-საღამოს ტბას საღამოს მოვიტოვებთ. #თვითონშეაფასეთ ;-)
კომფორტული ვიპ დონის ტრანსპორტი (არანაირი გადასაშლელი სკამი :-) )
გიდი/გამყოლი
ფოტო/ვიდეო გადაღება
ერთჯერადი სამედიცინო ნივთები
ერთჯერადი ჭიქები და თეფშები
დაბრუნების სავარაუდო დრო 22:00 საათზე
ყურადღება! ტური შესაძლოა გადაიდოს ამინდის გაუარესების გამო! (ჩვენს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფბ გვერდს )
#სამცხე_ჯავახეთი #ზამთრისტურები #საქართველოსმთები #მონასტრები #გაყინულიტბები #მზისჩასვლა #საოცრებაგველოდებაწინ #წამოდიტურეზე #გაყინულიფარავნისტბა
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.