national delicacy

ვალენტინობა სიყვარულის ქალაქში!

  • ID: 38347
  • ნახვები: 6831
complogo
Extreme Travel
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/02/18
    დაბრუნება
    • 14/02/18
დამატებითი ინფორმაცია

14 თებერვალს 14 ლარად! Extreme Travel გთავაზობთ ვალენტინობას სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღში! ♥

 

♥ არ იცით რითი გახადოთ ეს დღე ბედნიერი და ორიგინალური? ან რა აჩუქოთ თქვენს მეორე ნახევარს? ანდაც ფიქრობთ რომ 13-ში დაშორდეთ და 15-ში შეურიგდეთ... არამც და არამც! ჩაჰკიდეთ ხელი თქვენს საყვარელ ადამიანს და შემოგვიერთდით ტურზე, სადაც სიყვარულითა და ბედნიერებით დატვირთულ თავგადასავლებში გაეხვევით!

♥ მოგწონთ გოგონა და გინდათ რაიმე ორიგინალური გზით დააგვირგვინოთ თქვენი ამბავი? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, დაითანხმეთ რომ 14-ში წამოგყვეთ და სიურპრიზების დაგეგმვაში ჩვენ თავად დაგეხმარებით! <3

 

♥ ალბათ ვინც მარტოსულია (ჩემსავით) და იფიქრა ამ ტურზე რა მინდაო, დაე ისინიც წამოვიდნენ.. ნუ მაინც რაიცით რახდება ახლა... :D

 

განრიგი:

დილის 09:00 საათზე შევიკრიბებით და გამოვალთ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. პირველ რიგში მოვინახულებთ ბოდბეს, გადავიღებთ ფოტოებს, ჩავალთ "ნინოს წყაროზე" და გადავინაცვლებთ უშუალოდ სიღნაღში! აუცილებლად გადავაადგილდებით ჯგუფურად რადგან არ ავცდეთ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ აქტივობებს, რომელსაც ტურამდე რაღა თქმა უნდა საიდუმლოდ დავტოვებთ!საღამო ხანს ავკრებთ თანხას და დავსხდებით წყნარ, რომანტიულ გარემოში, სადაც იქნება შესანიშნავი მუსიკა და უგემრიელესი საჭმელები! დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე გამოვემართებით უკან!

 

წესები:

✖️ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში!

✖️ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!

✖️ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა. (ნუ თუ ზოოფილი ხართ სხვა გზა არაგვაქვს..)

✖️ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!

✖️ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!

 

ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:

555 401 222 - საბა

593 61 67 08 - ირაკლი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე14.00
Extreme Travel
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/02/18
    დაბრუნება
    • 14/02/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა