ზამთრის სვანეთი გადათეთრებული მესტია თებერვალს
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
gergia treveleri გთავაზობთ 3 დღიან სვანეთის ტურს. თოვლი ,სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნება, უამრავი ახალი მეგობარი ,თქვენ გელოდებათ ზღაპრული სამი დღე მოვინახულებთ მესტიას, თეთნულდს, საბაგიროთი ავალთ ჰაწვალის სათხილამურო მთაზე ,მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მესტიის საკათედრო ტაძარს . უკან მომავალ გზად შევივლით დადიანების სასახლეში.
1 დღე
ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან 07სათზე. ასევე საგარეჯოს ცენტრიდან 06 სათზე და დავიძვრებით მესტის მიმართულებით. ავალთ მესტიაში ,დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში ,შევისვენებთ, შევჭამთ და გავალთ მესტიაში, დავათვალიერებთ მესტიას, ავალთ მესტის საკათედრო ტაძარში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესვლის ფასი , საღამოს დავბინავდებით სასტუმროში. გვექნება საერთო პიკნიკი ვერთობით მეგობრებთან ერთად
2 დღე
დილით 10 სათზე ვსაუზმობთ ,11 სათზე გავდივართ თეთნულდის მიმართულებით , ცუდი გზის შემთხვევაში ვქირაობთ დელიკებს, დელიკის საფასურია: , ეტევა 8 ადამიანი კაცზე გამოდის დახლოებით. ავდივართ თეთნულდზე ვიღებთ უამრავ ფოტოს, ვსრიალებთ თხილამურებით სურვილისამებრ ვგუნდაობთ :დ 14 სათზე ვბრუნდებით სასტუმროში ვსადილობთ და მივემართებით ჰაწვალისკენ. საბაგიროთი ავალთ ჰაწვალზე ევროპის სტანდარტების სათხილამურო ტრასაზე ვსრიალებთ, სურვილისამებრ ვბრუნდებით. ვათვალიერებთ ღამის მესტიას,განათებულ კოშკებს, ვვახშმობთ ერთად სასტუმროში ვერთობით საღამოს მეგობრებთან
3 დღე
დილით 09 საათზე ვდგებით ვსაუზმობთ და გავემართებით ლატალის წმინდა გიორგის ეკლესიისკენ, მოვინახულებთ ენგურ -ჰესის კაშხალს გზად გამოვივლით ზუგდიდში დადიანების სასახლეში, შევისვენებთ შევჭამთ და დავადგებით თბილისის გზას.
საკვები მოგვაქ ინდივიდუალურად, ჩვენი საგზალი ტურზე არ დაიშვებიან ნასვამები არ ვაბინძურებთ გარემოს არ ვბილწსიტყვაობთ და ა.შ.
ტუის ორგანიზატორი ოთო დარბაისელი ტელ
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.