national delicacy

ერთდღიანი ტური თბილისი-ბორჯომი-ბაკურიანი-თბილისი

  • ID: 38065
  • ნახვები: 7142
complogo
ანიკა თრეველ გრუფი
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ ერთდღიან ტურს შემდეგი მარშრუტით: თბილისი-ბორჯომი-ბაკურიანი-თბილისის მიმართულებით. 

ტურის ფარგლებში საშუალება გექნებათ მოინახულოთ შემდეგი ადგილები: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, რომელიც ზამთარში ულამაზესია, მწვანე მონასტერი, ბაკურიანში გამგზავრება + თავისუფალი დრო, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი სურვილისამებრ.

1) 08:30 გასვლა თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით (თქვენთვის სასურველი უბნიდან)
2) ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მონახულება, საიდანაც გზას გავაგრძელებთ მწვანე მონასტრისაკენ.
3) გასვლა ბაკურიანის მიმართულებით - თხილამურების მოყვარულებს საშუალება გექნებათ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ თხილამურებზე სრიალით მეგობრებთან ერთად.

4) დაბრუნება თბილისში თქვენთვის სასურველ დროს.

ტურის მთლიანი ღირებულება შეადგენს 250 ლარს. ჯგუფები დგება თქვენი სურვილისამებრ - მაქსიმუმ 8 ადამიანზე, ტურის მთლიანი ღირებულება კი (250 ლარი) ნაწილდება ჯგუფში არსებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით:

8 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში საფასური თითო ადამიანისათვის შეადგენს 30 ლარს.

7 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში საფასური თითო ადამიანისათვის შეადგენს 35 ლარს.

6 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში საფასური თითო ადამიანისათვის შეადგენს 40 ლარს.

5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში საფასური თითო ადამიანისათვის შეადგენს 50 ლარს.

4 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში საფასური თითო ადამიანისათვის შეადგენს 60 ლარს.

ფასში შედის მხოლოდ ტრანსპორტით მომსახურება. სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ გიდის მომსახურებას (ინგლისური და რუსული ენები). გაატარეთ სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად და შეიქმენით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ასევე გთავაზობთ ტურებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თქვენი სურვილისამებრ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით +995574141507

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
ანიკა თრეველ გრუფი