ბაკურიანი - იანვარს
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ბაკურიანი-დიდველი-კოხტა
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი გიდი.
ფოტო/ვიდეო
ინსტრუქტორის მომსახურება, რომელიც ერთჯერადად შეასწავლის ტურის მონაწილე მსურველებს თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალს (უფასოდ)
დღის განრიგი:
თბილისი - შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ, შეკრების დრო - 06:30
რუსთავი - სუპერმარკეტი მადაგონის მიმდებარე ტერიტორია (შარტავა), შეკრების დრო 05:50. (დაგვიანებულებს დაველოდებით მხოლოდ 10 წუთი!). ბაკურიანში ვიქნებით დილის 11:00 საათისთვის და გავჩერდებით სათხილამურო ეგრედწოდებულ: "25-იანებთან". იქ თქვენ საშუალება მოგეცემათ იქირაოთ თხილამურები ბორდები შეისწავლოთ სრიალი ან გაერთოთ სხვადახვა საშუალებებით...
წესები: რომლებსაც ვემორჩილებით თითოეული ტურის მონაწილე:
არ ვყრით ნაგავს არსად და არ ვაბინძურებთ გარემოს (არც მარშუტკაში).
ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველანი ვემორჩილებით ორგანიზატორების მითითებებს.
არ ვბილწსიტყვაობთ.
პატივს ვცემთ ერთმანეთის მოსაზრებებს და არ ვკამათობთ აზრთა სხვადასხვაობის გამო.
შეკრების ადგილზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პირები ტურზე არ დაიშვებიან.
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს
ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ
FB/ ,
- თენგო, - ლაშა
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.