national delicacy

ლამპრობა სვანეთში 13 14 15 თებერვალს 110 ლარად <3

  • ID: 37905
  • ნახვები: 8768
complogo
One step traveler
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/02/18
    დაბრუნება
    • 15/02/18
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით One step traveler გთავაზობთ არასტანდარტულ 3 დღიან ტურს სვანეთში ლამპრობის შესახვედრად.
ლამპრობა (სვანურად _ ლიმპარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია. ძველ საქართველოში უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.
"ლამპრობის" აღნიშნვა დღეს უფრო სიმბოლურია და ძველებური დატვირთვა აღარ აქვს. ლეგენდაც არსებობს ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ქართულ ეთნოგრაფიაში ცნობილია, რომ ეს რიტუალი წარმართული ხანიდან იღებს სათავეს.

რაც შეეხება სამი დღის განრიგს.
1 დღე 13 თებერვალი:
შეხვედრის დრო და ადგილი 04:00 ქ.თბილისი ველოსიპედების ძეგლის წინ.
სასტუმროში განთავსების და ჩასვლის დრო 14:00 დავისვენებთ 1 საათი.
მოვინახულებთ ჩანჩქერს ენგურჰესის ხეობაში.
მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მესტიის საკათედრო ტაძარს.
ხერგიანის მუზეუმს.
მარგიანების მუზეუმს.
2 დღე 14 თებერვალი.
დილის საუზმის შემდეგ 09:00 ზე წავალთ ჰაწვალის მიმართულებით სადაც გვექნება საშუალება ვისრიალოთ, გადავიღოთ ზღაპრული სურათები და გავატაროთ დაუვიწყარი დრო.
18:00 ზე ვბრუნდებით სასტუმროში და საღამოს ვხვდებით ყველა ლამპრობის დღესასწაულს ♥ .
3 დღე 15 თებერვალი.
დილის საუზმის შემდეგ 09:00 ზე გავემართებით თეთნულდზე სადაც დაახლოებით 14:00საათამდე ვიქნებით და შემდეგ წამოვალთ დედაქალაქისკენ გზად სოფელ ლატალში მოვილოცავთ მაცხოვრის სახელობის ეკლესიას.
ასევე ვნახავთ ენგურჰესის რკალოვან კაშხალს და გამოვემგზავრებით თბილისისკენ.
ჩამოსვლის დრო 23:30.
ტურის ღირებულება 1 ადამიანზე 110 ლარი.
თანხაში შედის:
1.მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით.
2.2ღამით საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება.
3.შევეცდებით დაუვიწყარი კადრები დავაფიქსიროთ ♥.
თანხაში არ შედის.
1.კვება რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია.
2.მუზეუმის მოსაკრებელი ( 7 ლარი).
3.ხერგიანის მუზეუმში მოსაკრებელი ( 5 ლარი).
4.მარგიანის მუზეუმში მოსაკრებელი ( 5 ლარი).
5.საბაგიროს საფასური 1 ასვლა ჰაწვალზეც/თეთნულდზეც 7 ლარი.

ტური შედგება მინიმუმ 16 მონაწილის შემთხვევაში.
ტურზე რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 8 თებერვალს.
ტურის თარიღი: 13-14-15 თებერვალი.
ტურზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით :
ნატა კვიციანი 593361244 
დავით კვიციანი 555224586

ბედნიერი დღე ♥ #onesteptraveler #svaneti #lamproba #ლამპრობა#სვანეთი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
One step traveler
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/02/18
    დაბრუნება
    • 15/02/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა