გაზაფხულის ტური
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გაზაფხულის ტური
7 დღე - 6 ღამე
დღე 1: ჩამოსვლა თბილისში. ტრანსფერი სასტუმროში. თბილისის ტური. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 2: საუზმე სასტუმროში. კახეთის ტური. სიღნაღი (სიყვარულის ქალაქი), ღვინის დეგუსტაცია, ბოდბე, წინანდალი. თელავი. დაბრუნება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 3: საუზმე სასტუმროში. მცხეთა. ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავისი, უფლისციხე. დაბრუნება და ღამისთევა თბილისში.
დღე 4: საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქუთაისისკენ. უბისას მონასტერი, ქუთაისში ჩასვლა. თავისუფალი დრო. ღამისთევა ქუთაისში.
დღე 5: საუზმე სასტუმროში. ქუთაისის ტური. ბაგრატის ტაძარი. მოწამეთა, გელათი, პრომეთეს მღვიმე. ღამისთევა ქუთაისში.
დღე 6: საუზმე სასტუმროში. ნოქალაქევი. მარტვილის კანიონები. სალხინო. თბილისში დაბრუნება. ვახშამი და ღამისთევა თბილისის სასტუმროში.
დღე 7: საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო თბილისში სუვენირების საყიდლად. ტრანსფერი აეროპორტში.
ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით
გიდის მომსახურება
სასტუმროში განთავსება (ორ და სამადგილიან ნომრებში)
საუზმე სასტუმროში
ღვინის დეგუსტაცია
დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
საერთაშორისო ავიაფრენა
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.