national delicacy

სამკურნალო კურორტები (ინდივიდუალური)

  • ID: 37758
  • ნახვები: 11446
complogo
DREAMTOUR
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/02/18
    დაბრუნება
    • 10/01/18
დამატებითი ინფორმაცია

სამკურნალო კურორტები (ინდივიდუალური)

 

• ბორჯომი;                 • საირმე;

• ურეკი;                       • წყალტუბო;

• აბასთუმანი;           • შოვი;

• ნუნისი;                     • ახტალა

 

საქართველო - ქვეყანაა, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ტურისტზე თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით.  ამ    პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი სამკურნალო კურორტი მდებარეობს.   თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და გააერთიანოთ  სასიამოვნო სასარგებლოსთან: ისიამოვნოთ ლამაზი ბუნებით , ქართული სტუმარმოყვარეობით  და  იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთველობაზე!

 

ბორჯომი- ქალაქი სამცხე ჯავახეთში,  ზღვის დონიდან 810 მეტრის სიმაღლეზე. კურორტი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით თავისი მინერალური წყლების გამო , რომელსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მინერალური წყალი ბორჯომის ცენტრალურ პარკში.   მკურნალობა:   გინეკოლოგიური დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა, თირკმელების დაავადება, ნერვული სისტემა , ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ბორჯომი არამარტო სამკურნალო კურორტია, არამედ ულამაზესი ქალაქი განვითარებული ინფრასტრუქტურით. რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) – 130 ლარი ( 1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

საირმე- კურორტი ქუთაისთან, ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე.  უნიკალური გეოგრაფიული მდებრეობა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. აქ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით , მაგრამ, პირველ რიგში, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით. მკურნალობა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ოსტეოქონდროზი, პოსტ-ტრამვული რეაბილიტაცია, საჭმლის მომნელებელი სისტემა, გინეკოლოგიური  და უროლოგიური დაავადებები.  საირმეს ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმროს კომპლექსი. რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) – 120 ლარი (1 ადამიანი, სამჯერადი კვებით)

 

წყალტუბო - წყალტუბოს  ძირითადი  ბუნებრივი  ფაქტორია- უნიკალური წყლები ფიზიკო-ქიმიური თვისებებით (33-35 გრადუსი ). ასევე წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს რამოდენიმე მღვიმე, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ექსკურსია. მკურნალობა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ნერვული სისტემა, ფსიქო-რეაბილიტაცია,გულ-სისხლძარღვთა სისტემა, გინეკოლოგია, უშვლობა, კანის დაავადებები. რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) –110 ლარი (1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

ურეკი - ეს კურორტი პოპულარობით სარგებლობს ზაფხულის პერიოდში, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და ცნობილია თავისი მაგნიტური ქვიშით. ბავშვებით დასვენება არის განსაკუთრებით მოსახერხებელი. მკურნალობა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ნერვული სისტემა, ფსიქო-რეაბილიტაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ენდოკრინული სისტემა, კანის დაავადებები. არ არის რეკომენდირებული ასთმით და ტუბერკულიოზით დაავადებულებისთვის.  რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) –130 ლარი ( 1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

შოვი - ბალნეო-კლიმატური კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე, 1600 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი წყაროები. შოვი გამოირჩევა ველური ბუნებით და ულამაზესი ხედებით.   მკურნალობა: სასუნთქი გზების და არატუბერკულიოზური დაავადებები, საჭმლის მონელების სისტემა, ნერვული სისტემა.  რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) –90 ლარი ( 1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

აბასთუმანი - მთის  სუფთა ჰაერი, ზომიერი სიმშრალე, ფიჭვის, ნაძვის და  სოჭის ტყეები- ამ ხელსაყრელი პირობების გამო აბასთუმანში დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. აბასთუმანი ცნობილია თავისი ობსერვატორიით. მკურნალობა: ტუბერკულიოზი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ნერვული სისტემა, გინეკოლოგია და სხვა. რეკომენდირებულია - მკურნალობა მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) – 80 ლარი ( 1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

ნუნისი - გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”  ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. უნიკალური მინერალური წყლები კურნავს:  ფსორიაზის, ნეიროდერმიტი, მოხუცებულთა ქავილი -პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, კანის ინფექციური დაავადებები, გულის დაავადებები, ჰიპერტონული დაავადება. რეკომენდირებულია - მკურნალობა 10 დღის განმავლობაში. საშუალო ფასი  (1 ღამე) – 120 ლარი ( 1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

ახტალა - ცნობილი ტალახით სამკურნალო კურორტი, მდებარეობს ზღვის დონიდან  412 მეტრის სიმაღლეზე. ახტალაში არის სანატორიუმი როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის ( პოლიკლინიკა, აბაზანები). მკურნალობა:  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები,    პერიფერიული ნერვული სისტემა, გინეკოლოგიური დაავადებები. საშუალო ფასი  (1 ღამე) – 120 ლარი (1 ადამიანი , სამჯერადი კვებით)

 

ყურადღება!!!

ტურის ბიუჯეტის გათვლა ხდება ინდივიდუალურად, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით.

ტურის ღირებულებაში არ შედის:

საერთაშორისო ავიაფრენა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

DREAMTOUR.GE

GEORGIANDREAMTOUR@GMAIL.COM

+995 599 001 006

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე520.00
DREAMTOUR
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/02/18
    დაბრუნება
    • 10/01/18