კლასიკური ტური

ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათბილისი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID37757

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

კლასიკური ტური

10 დღე - 9 ღამე

დღე 1. თბილისი. ეთნოგრაფიული და ეროვნული მუზეუმები, სამების საკათედრო ტაძარი, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხე, ქართლის დედა, მამა დავითის ეკლესია, მთაწმინდის პარკი. ღამისთევა თბილისში.

დღე 2. მცხეთა. სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, შიო მღვიმის მონასტერი, ჯვრის მონასტერი, სოფ. ჩარდახში მასტერ-კლასი (ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა და სხვა), თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 3. კახეთი. ბოდბის მონასტერი, სიღნაღი (სიყვარულის ქალაქი), წინანდლის მუზეუმი, წინანდალში ღვინის დეგუსტაცია, გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი, საღამოს ვახშამი რესტორან კაჭრეთში. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 4. გორის ტური. სამთავისის ტაძარი, სტალინის სახლ-მუზეუმი, უფლისციხე, ატენის სიონი. ვახშამი ,,შატო ატენში''. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 5. ყაზბეგის ტური. ანანურის ეკლესია და ჟინვალის წყალსაცავი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, ელიას მონასტერი, ფასანაურში ხინკლის დაგემოვნება და ვახშამი. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 6. სამცხე-ჯავახეთი. ბორჯომი, მწვანე მონასტერი, რაბათის ციხე, საფარას მონასტერი. ღამისთევა ახალციხეში.

დღე 7. სამცხე-ჯავახეთი. ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის ციხე, ღამისთევა ბორჯომში.

დღე 8. გამგზავრება ქუთაისის მიმართულებით. ბაგრატის ტაძარი, გელათის ტაძარი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში.

დღე 9. სამეგრელოს ტური. მარტვილის კანიონები, დადიანების რეზიდენცია, მარტვილის დედათა და მამათა მონასტერი, ნოქალაქევის ციხე-გოჯი. ღამისთევა ზუგდიდში.

დღე 10. სამეგრელო. დადიანების სასახლე, ანაკლია, გამომგზავრება თბილისში. სასტუმროში დასვენება. საღამოს ბანკეტი და ტრანსფერი აეროპორტში.

​

• ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით

• გიდის მომსახურება

• სასტუმროში განთავსება (ორ და სამ ადგილიან ნომრებში)

• სამჯერადი კვება

• დაზღვევა

• დეგუსტაციები და მასტერკლასები

შენიშვნა!

• შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ქუთაისიდან ან ბათუმიდან.

• ასევე თქვენი მოთხოვნის მიხედვით შესაძლებელია ტურის ცვლილება

ყურადღება!

• ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს.

• საერთაშორისო ავიაფრენა

თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ

თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.

რა ვნახოთ

  • ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
  • ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
  • მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
  • რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
  • სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
  • მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას

როგორ მივიდეთ

ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.

თბილისი: გზამკვლევი
თბილისი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თბილისს?
ძველი ქალაქი, ნარიყალა, აბანოები და მთაწმინდა 2 დღეში ჯდება. მესამე დღეს შეიძლება მუზეუმები დაამატოთ ან მცხეთაში წახვიდეთ — 20 კმ-ია.
რომელ უბანში ჯობს დარჩენა?
ფეხით სეირნობისთვის — ძველი თბილისი და სოლოლაკი, უფრო მშვიდი ღამისთვის — ვაკე ან ვერა. აეროპორტიდან ან ვაგზლიდან მეტროთი მოხერხებულად მიხვალთ ნებისმიერ მათგანში.
როგორ ვისარგებლოთ გოგირდის აბანოებით?
აბანოთუბანში ცალკე ოთახები საათობრივად ქირავდება, საერთო განყოფილებები კი იაფია. შაბათ-კვირას სჯობს წინასწარ დაჯავშნა, მასაჟი (ქისა) ცალკე იხდება.
სად წავიყვანოთ ბავშვები?
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორით, საბაგირო ნარიყალაზე, ზოოპარკი და კუს ტბა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად. ზაფხულში — თბილისის ზღვის პლაჟი.
როგორ გადავადგილდეთ ქალაქში?
ცენტრში უმჯობესია ფეხით და მეტროთი, დანარჩენ ადგილებში — ავტობუსით ან აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით. საცობები ყველაზე დიდია დილის 9–10 და საღამოს 6–8 საათზე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.