ჯიპ ტური რეგიონში

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID37748

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ჯიპ ტური 4 რეგიონში

ჯიპ ტური ფშავ-ხევსურეთში

• ტურის ხანგრძლივობა : 4 ღამე / 5 დღე

• ტურის სახეობა : შემეცნებითი (სანახაობრივი)

• ტურის სირთულე : მარტივი (საექსკურსიო)

დღე 1: თბილისში ჩამოსვლა, დაბინავება სასტუმროში. ღამის თბილისის ნახვა. ღამისთევა სასტუმროში

დღე 2: ჟინვალის წყალსაცავი, როშკა, აბუდელაურის ტბები, ღამისთევა სოფელ როშკაში.

დღე 3: დათვისჯვრის უღელტეხილი, მუცოს ხეობა, შატილი, ღამისთევა შატილში.

დღე 4: დათვისჯვრის უღელტეხილი, სოფ. კორშა, ჩარგალში გამგზავრება ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მონახულება, კოპალას სალოცავი, მაღაროსკარში ფშავური ხინკლის დაგემოვნება. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში

დღე 5. საუზმე სასტუმროში. ბანკეტი და საღამოს ტრანსფერი აეროპორტში.

• ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით

• გიდის მომსახურეობა

• სასტუმროში დაბინავება (ორ და სამ ადგილიან ნომრებში)

• სამჯერადი კვება

• სამოგზაურო დაზღვევა

ჯიპ ტური ყაზბეგში

• ტურის ხანგრძლივობა : 3 ღამე / 4 დღე

• ტურის სახეობა : შემეცნებითი (სანახაობრივი)

• ტურის სირთულე : მარტივი (საექსკურსიო)

დღე 1. თბილისში ჩამოსვლა. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2. საუზმე სასტუმროში. ანანურის ტაძარი. ჟინვალის წყალსაცავი. გუდაურის გადმოსახედი. სიონის ტაძარი. სნოს მონასტერი. ღამისთევა ყაზბეგში.

დღე 3. საუზმე სასტუმროში. გერგეთის სამება. ელიას მონასტერი. გველეთის ჩანჩქერი. დარიალის ხეობა. ვახშამი და ღამისთევა ყაზბეგში.

დღე 4. საუზმე სასტუმროში. თბილისში გამომგზავრება. გაცილება თბილისის აეროპორტში.

• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

• ღამისთევა სასტუმროში (3 ღამე)

• ფოტო და ვიდეო გადაღება

• გამყოლის მომსახურება

• გიდის მომსახურება

შენიშვნა !

• დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია გერგეთის სამებაზე დელიკებით ასვლა.

ჯიპ ტური თუშეთში

• ტურის სახეობა : სათავგადასავლო, ჯიპ-ტური

• ტურის ხანგრძლივობა : 4 ღამე / 5 დღე

• ტურის სირთული : მარტივი

დღე 1. თბილისში ჩამოსვლა. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2. საუზმე სასტუმროში. ალვანი. ცერის უღელტეხილი. ომალო. შენაქო. დიკლო. დიკლოს ციხე. მირგველა. ვახშამი და ღამისთევა ომალოს სასტუმროში.

დღე 3. საუზმე სასტუმროში. დართლო. კვავლო. დანო. ფარსმა. გირევი. გოგორათა. ვახშამი და ღამისთევა ომალოს სასტუმროში.

დღე 4. საუზმე სასტუმროში. გომეწარის ხეობა. ბოჭორნა. დოჭუ. ბეღელა. ილიურთა. ჯვარბოსელი. ომალოს კესელოები. თელავი. დაბრუნება თბილისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში

დღე 5. საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი და გაცილება აეროპორტში.

• მგზავრობა JEEP Mitsubishi Delica 4X4

• ღამისთევა სასტუმროში

• ფოტო და ვიდეო გადაღება

• გიდის მომსახურება

• გამყოლის მომსახურება

ჯიპ ტური სვანეთში

• ტურის სახეობა : კულტურულ - შემეცნებითი - სათავგადასავლო

• ტურის ხანგრძლივობა : 4 ღამე / 5 დღე

დღე 1. თბილისში ჩამოსვლა. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2. საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ზუგდიდის მიმართულებით. დადიანების სასახლე. ენგურის წყალსაცავი. ვახშამი და ღამისთევა მესტიაში.

დღე 3. საუზმე სასტუმროში. ხერგიანების და მარგიანების მუზეუმი. ეთნოგრაფიული მუზეუმი. ჰაწვალი. ბეთქილის მჟავე წყლები. სვანური კოშკი. ვახშამი და ღამისთევა მესტიაში.

დღე 4. საუზმე სასტუმროში. უშგული. სიყვარულის კოშკი. ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ეთნოგრაფიული მუზეუმი. ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება. სოფელი კალა - წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია. ვახშამი და ღამისთევა მესტიაში.

დღე 5. საუზმე სასტუმროში. თბილისში გამომგზავრება. ტრანსფერი და გაცილება აეროპორტში.

• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

• გამყოლის მომსახურება

მუზეუმში შესასვლელი ბილეთები :

• ხერგიანების მუზეუმი

• მარგიანების მუზეუმი

• ეთნოგრაფიული მუზეუმი

• დადიანების მუზეუმი

• ეროვნული განძთსაცავი

• ჰაწვალზე საბაგიროთი ასვლა

• სვანურ კოშკზე ასვლა

• სიყვარულის კოშკზე ასვლა

• ეროვნული განძთსაცავის მუზეუმი

• უშგული, ეთნოგრაფიული მუზეუმი

• უშგულში დელიკის მომსახურება

• ქორულდის ტბებზე დელიკის მომსახურება

• ფოტო და ვიდეო გადაღება

• გიდის მომსახურება

ყურადღება!

• ტური დგება ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე

• ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს

• ტურის მორგება შესაძლებელია ფრენის ნებისმიერ გრაფიკზე

• შესაძლებელია ტურში სასურველი ცვლილებების შეტანა

• საერთაშორისო ავიაფრენა

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.