დღიანი დაუვიწყარი ჯიპ ტური ბაკურიანში
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ორ დღიან დაუვიწყარ ჯიპ-ტურს ბაკურიანში
ტური გაიმართება: ყოველ შაბათ-კვირას (მთლიანი ტურის დაჯავშნის შემთხვევაში შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში)
მსურველების რაოდენობა: მინიმუმ 12 პერსონა (მაქსიმუმ 1000 )
ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე
შეკრების ადგილი:
თბილისი: დიდუბე სამთოქიმიასთან 07:00 საათი
დაბრუნება მეორე დღეს საღამოს 17:00 საათზე
მარშუტი:
ბაკურიანი
- ტრანსპორტი და hagglunds-ი
- ტრანსპორტი , hagglunds-ი,სასტუმრო(კვების გარეშე)
თხილამურების ქირაობა
- ტრანსპორტი, hagglunds-ი, სასტუმრო(კვებით),
თხილამურის ქირაობა
თანხა მითითებულია ერთ ადამიანზე
სასტუმრო
კვება , თხილამურების ქირაობა (დაგეხმარებით ქირაობაში)
ტურის აღწერა:
დილის 07:00 საათზე გასვლა თბილისიდან , ჩასვლა ბაკურიანში 10:00 საათზე, Hagglunds-ის ტური 11:00 საათზე ( ტურის ხანგრძლივობა 7 საათი) საღამოს დაბრუნება ბაკურიანში და განთავსება სასტუმროში
მეორე დღე 09:00 მოვემზადებით სასრიალოდ , ვისრიალებთ მთელი დღე გადავიღებთ ფოტოებს და გავერრთობით,
საღამოს დაბრუნება თბილისში 21:00 საათზე
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის, კომფორტული ჯიპებით (NISSAN PATROL;NISSAN PATHFINDER;NISSAN X-TERRA;MITSUBISHI DELICA 4X4 )
გამოცდილი და მაღალი კლასის მძღოლებით
hagglunds-ის ტური ბაკურიანი-ტაბაწყური:
გავდივართ 11:00 საათზე,ტბამდე მისვლას სჭირდება 2 საათი
იქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ასევე შესაძლებელია სრიალი თხილამურებით დატკბეთ ულამაზესი ხედით,დაისვენოთ ,მიირთვათ უგემრიელესი საკვები,გაჩერდება სასტუმროში ტბასთან , საღამოს უკან დაბრუნება 17:00 საათზე ბაკურიანში
საჭირო ეკიპირება:
მოსახერხებელი სპორტული და თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
არ ვაბინძურებთ გარემოს
ან მოგვწერეთ facebook :
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.