დაუვიწყარი სვანეთი, მესტია+უშგული დღით X
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ბევრი ფიქრის შედეგად თუ როგორ და სად დაგვეგეგმა ახალი სეზონის დასაწყისი გადავწყვიტეთ ;;
გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ჯიპტურს ულამაზეს სვანათში
შეკრების ადგილი
მეტრო რუსთაველი, რედისონის მიმდებარედ, ველოსიპედის ძეგლთან
გასვლის დრო
ტურის მსვლელობაში ვნახავთ::
�1დღე:
ენგურჰესის წყალსაცავი.
სასტუმროში განლაგება და ცოტა შესვენების შემდეგ წავალთ უშგულისაკენ.
გზად ვნახავთ სიყვარულის კოშკს,სოფელ უშგულს. ლამარიას. თამარ მეფის საზაფხულო კოშკს.
დავბრუნდებით სასტუმროში და დაველოდებით ახალი წლის შემოსვლას.
�მეორე დღე:
მოვინახულებთ
ხერგიანის, მარგიანის და ეთნოგრაფიულ მუზეუმს (თუ იქნება ღია)
ავალთ ჰაწვალზე და დავტკბებით უმშვენიერესი ხედებით დრო საკმაოდ გვექნება და მსურველებს შეუძლიათ ისრილონ თხილამურების გაცვეთამდე შემდეგ პატარა საახალწლო პიკნიკი მოვაწყოთ და გააგრძელეთ ისევ სრიალი
�მესამე დღე:
ავალთ თეთნულდზე და ვისრიალებთ, გავერთობით სხვადასხვა თამაშებით ასევე აქაც დავტკბებით ულამაზესი ხედებით, სურვილისამებრ, გავემგზავრებით ბეჩოში უშბის ძირში დავლევთ მჟავე წყალს და ვნახავთ ულამაზეს ხედებს. საღამოს გამომგზავრება თბილისში.
საოჯახო სასტუმრო და მგზავრობა,
თანხა ირიცხება მითითებულ ანგარიშზე
ნოე კუპატაძე,,
რაც შეეხევა საკვებს;
კვება ინდივიდუალურია მიგვაქვს ან შევიძენთ იქ და როგორც ყოველთვის მივირთმევთ ერთად
გაგა
ნოე
ივენთის ლინკი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.