იმოგზაურეთ სვანეთში ონლაინ ტურებ
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დაუვიწყარი მოგზაურობა სვანეთში!
გესთჰაუზი lazare & gio guesthouse
ტრანსორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
მოსანახულებელი ობიექტები:
ენგურის ხეობა
ენგურის კაშხალი
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
მესტია
ჰაწვალი
თეთნულდი
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხერგიანების მუზეუმი
მარგიანების მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
ზუგდიდი დადიანების სასახლე
I დღე
გავემართებით დილის 4საათზე გზად დავათვალიერებთ ენურის ხეობას, კაშხალსა და ჩანჩქერს, მესტიაში დავბინავდებით სასტუმროში. მოვინახულებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გავემართებით
ჰაწვალისკენ სადაც გავისეირნებთ საბაგიროთი და დავტკბებით ულამაზესი ხედებით მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ ფონზე. გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს
II დღე
საუზმის შემდეგ გავემართებით თეთნულდის სათხილამურო ტრასებზე ვისაც სურვილი ექნება ისრიალებს ვისაცარა დატკბება ხედებით და გადავირებთ ულამაზეს ფოტოებს საღამოს
დავბრუნდებით სასტუმროში და დაველოდებით ახალი წლის მოობრძანებას
III დღე
დილას ავისეირნებთ მიხეილ ხერგიანის მუზეუმში
ვნახავთ მარგიანის მუზეუმს
მოვილოცავთ მესტიის საკათედრო ტაძარს
გავემართებით ზუდგიდისკენ სადაც ვნახავთ ზუგდიდის დადიანების სასახლეს და გამოვემართებით თბილისისკენ
ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი და ვიცით რა უნდათ მათ!
ვაუჩერის შეძენამდე აუცილებელია კომპანიასთან დაკავშირება და დეტალების შეთანხმება: ანა ნინო
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.