ვისრიალოთ საშობაოდ სვანეთში.
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დღე-1. –თბილისი-მესტია.
1. ენგურის წყალსაცავი. -ენგურჰესი, სიდიდით მსოფლიო ხუთეულში შეტანილი კაშხალი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
2. კურორტი ჰაწვალი. -სურვილისამებრ თოვლზე სრიალი და რაც მთავარია სამახსოვრო სურათების გადაღება.
საღამოს ვბრუნდებით საოჯახო სასტუმროში.
დღე-2. –მესტია-უშგული-მესტია.
1. სიყვარულის კოშკი. -მირანგულას კოშკი. ამ ადგილის ისტორიას ძალიან მძიმე სიუჟეტი აქვს. მირანგულას და ბეშქენის აკრძალული სიყვარულის საიდუმლოებას ინახავს.
2. უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი. –უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია. აქ მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს მე-13 საუკუნის სვანური ტიპის ორსართულიან შენობას.
საღამოს ვბრუნდებით საოჯახო სასტუმროში.
დღე-3. –მესტია-თბილისი.
1. მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი. -ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი საქართველოში სადაც დაცულია უამრავი სიწმინდე.
2. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი. -ქართველი ალპინისტის, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის და სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის სახლ-მუზეუმის დათვალიერება.
ვბრუნდებით თბილისში.
ტრანსპორტირება ხორციელდება მაღალი გამავლობის 7 კომფორტული მინივენით MitsubiShi Delica-თი. 4x4.
მეგობრული გარემო და ერთმანეთის პატივისცემა აუცილებელი მოთხოვნაა.
1. ტრანსპორტირება გამოცდილი მძღოლი გამყოლით.
2. განთავსება კარგ საოჯახო სასტუმროში.
1. შესასვლელი ბილეთები მუზეუმებში.
2. საბაგიროს საფასური.
როგორ მოვემზადოთ:
ჩაიცვით მოსახერხებელი და თბილი ტანსაცმელი.
მანქანაში არ ვეწევით და მაქსიმალურად არ ვაბინძურებთ გარემოს. მადლობა ღმერთს და ნაგვის ურნებით მთავრობამ არ დაგვწყვიტა გული. ისინი ყველგან არის.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.