ბაკურიანი ძველით ახალ წელს <

ფოტო: This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამცხე-ჯავახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID37277

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

საკონტაქტო ნომერი:
რეზი

თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები!
აუცილებლად უსიტყვოდ ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს!
ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი(წინასწარ შეგატყობინებთ დაშვებული იქნება თუ არა ტურზე),
აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვეწევით ტრანსპორტში!
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ მანდილოსნების გარემოცვაში და ტრანსპორტში!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
არ ვაგვიანებთ მივეჩვიოთ პუნქტუალურობას!
ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე იგი ეთიშება ტურს და რჩება ადგილზევე ასე რომ გაითავისეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....

გასვლის დროები და ადგილები ვიმეორებ გასვლის მეგობრებო გაასვლიის და არა შეკრების: რუსთავი-08:00-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-09:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან

მოსანახულებელი ადგილი:
ბაკურიანი

ტურის ღირებულების სრული თანხა ტურის ჩატარებამდე 6 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევასი უკან აღარ დაბრუნდება ტურის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით....

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 22 ადამიანი

მგზავრობა მიკროავტობუსით
გამყოლები
სამწვადე-ლავაში ვახშამზე 12 საათისთვის ახალი წლის სუფრაზე
ღამის თევა კოტეჯში

თხილამურები სნოუბორდისა და ბურანის საფასური

სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.

რა ვნახოთ

  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
  • რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
  • ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
  • ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
  • საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
  • ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.

სამცხე-ჯავახეთი: გზამკვლევი
სამცხე-ჯავახეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ვარძიის ნახვა ერთ დღეში თბილისიდან?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8 საათამდე გაატარებთ. სჯობს ორი დღე: ერთი ღამე ახალციხეში ან ბორჯომში, გზად კი რაბათი, საფარა და ხერთვისი.
როდის იწყება სეზონი ბაკურიანში?
თოვლის მიხედვით, ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, და მარტამდე გრძელდება. დიდი და დიდველის ფერდობები დამწყებთათვისაც და გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც გამოდგება.
რა არის „კუკუშკა“?
ძველი ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ტყით და ხიდებით. მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია — ნელია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რამდენი დღე სჭირდება რეგიონს?
ბორჯომი, რაბათი და ვარძია 2 დღეში ჯდება. ჯავახეთის ტბებისა და ბაკურიანის დასამატებლად 3–4 დღე დაგჭირდებათ.
ბავშვებთან ერთად სად წავიდეთ?
ბორჯომის პარკი საბაგიროთი, „კუკუშკა“, ბაკურიანის ფერდობები და რაბათი ბავშვებისთვის კარგი არჩევანია. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებთან ფრთხილად.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.