შეხვდი ახალ წელს სვანეთში!!! დღიანი ტური სვანეთში ! !!
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სანახავი ადგილები!
ენგურ ჰესი
ენგურის ხეობა
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
მესტია
ჰაწვალი
თეთნულდი
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხერგიანების მუზეუმი
მარგიანების მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
ზუგდიდი დადიანების სასახლე
MERCEDES-BENZ Sprinter _ ით)
საოჯახო კომფორტული სასტუმრო 2, 3 და 4 ნომრიანი
ოთახებით. თითოეულ ნომერში განთავსებულია (აბანო
ტუალეტი) .
ფოტო ვიდეო გადაღება
გამყოლის მომსახურეობა
კვება, ინდივიდუალურად სახლიდან ვიკავებთ, ან სვანური კერძები სასტუმროში საუზმე ,ვახშამი !
მუზეუმში შესასვლელი თანხა და საბაგიროს ბილეთები!
ps.
შეკრების ადგილი:
თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 5:00 საათი
მარშრუტი:
დღე 1.
_ენგურის წყალსაცავი ,
_ენგურის ხეობაში ულამაზესი ჩანჩქერი
_მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
_მიხეილ ხერგიანის სახლ_მუზეუმი
_მესტიაში კოფორტულ საოჯახო სასტუმროში განთავსება
_საღამოს მესტიის ქუჩებში გასეირნება
_საღამოს სურვილისამებრ ახალიწლის შეხვედრა , მესტიის ცენტრში არსებულ კაფეში, ცოცხალი მუსიკა.
დღე2.
_კურორტი თეთნულდი
_ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სიგრძისა და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე სასრიალო ტრასა სვანეთში: თეთნუდი.
_მარგიანების სახლ_მუზეუმი
_მესტიის საკათედრო ტაძარი
დღე 3.
_ბეთქილის მჟავე წყალი
_ კურორტ ჰაწვალზე სრიალი. და დღის 3 საათზე გამგზავრება თბილისში.
_დადიანების სასახლე! ქალაქ ზუგდიდში.
ტურის დასაჯავშნათ საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე . და ბეს სახით ნაწილი თნხის ჩარიცხვა.
საკონტაქტო ნომერი + 299 ჯაბა!
აკრძალულია:
ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება/
facebook გვერდი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.