შენი ახალი წელი სვანეთში დეკემბერი და იანვარი
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შენი ახალი წელი და გთავაზობთ
დაიბედეო სვანეთში მოგზაურობა ახალ წელს
დაუვიწყარი ზამთარი დათოვლილ სვანეთში
#Onesteptraveler გთავაზობთ 3 დღიან ტურს თოვლიან სვანეთში.
გადადგი შენი ერთი ნაბიჯი რეალობაში და ნახე ის რაც არასოდეს გინახავს
დაიბედე ახალი წელი ყველაზე ლამაზ გარემოში
ახალი წლის პროგრამა
დღე 1:
შეკრების დრო 04:00 შეკრების ადგილი ქ.თბილისი სასტუმრო რედისონი ველოსიპედების წინ.
დღე 2: მთელი დღე დაეთმობა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტს სადაც ავალთ საბაგიროთი და ვნახავთ ულამაზეს ხედს თეთნულდზე და მესტიაზე, გადავიღებთ სურათებს დავაგემოვნებთ სურვილისამებრ სვანურ კუბდარს
დარჩენილ დროს კი ვისრიალებთ ჰაწვალის სათხილამური ტრასაზე.
ხოლო სურვილის შემთხვევაში კი შეგვიძლია წავიდეთ თეთნულდზე და ვისრიალოთ სათხილამურო ტრასაზე.
დღე 3
ავდივართ ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ:
მოვილოცავთ უძველეს ეკლესიებს სოფელ ლატალში და გამოვემგზავრებით დედაქალაქში.
გასვლა ქ.თბილისი სასტუმრო რედისონიდან ველოსიპეტის ძეგლის წინ.
გასვლის დრო ღამის 04:00 საათი.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გიდის მომსახურეობა ფოტო გადაღება
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში
ტურის დასაჯავშნად დაგვიკვშირდით :
555 – 224 – 586 დავით კვიციანი 593 – 361 – 244 ნატო კვიციანი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.