შეხვდი ახალ წელს სვანეთში . და აქციე დაუვიწყარ მოგონებად <
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• შეხვდი ახალ წელს დათოვლილ მესტიაში
• მოგზაურობის და სრიალის მოყვარულებო. ეს დღეები აქციეთ დაუვიწყარ მოგონებად
• ეზიარეთ სვანურ ტრადიციებს და გაატარეთ სამი ულამაზესი დღე მეგობრულ გარემოში
• შეკრების ადგილი ვარდების მოედანი.
• მესტიაში ჩასვლა 11:00 სთ ზე და საოჯახო ტიპის სასტუმროში დაბინავება.
14.00 საათზე გასვლა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტის მიმართულებით
საბაგირო გზით გასეირნება (დატკბებით ულამაზესი ხედებით და გადაიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს)
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სრიალი.
სასტუმროში დაბრუნებისთანავე მზადება ახალი წლის შესახვედრად.
• სვანური ტრადიციული სუფრა და ბევრი ფეერვერკი გელოდებათ თქვენ.
• მეორე დღე: მესტია - თეთნულდი - მესტია
• 11:00 სთ ზე გასვლა სასტუმროდან
გასვლა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით
გასეირნება საბაგირო გზით და ძალიან ბევრი სრიალიიიი.
• 17:30 სთ ზე დაბრუნება სასტუმროში საღამოს (თავისუფალი დრო).
• მესამე დღე: მესტია - თბილისი.
მოვინახულებთ ისტორიულ ძეგლებს მესტიაში: ხერგიანის სახლ-მუზეუმს და მარგიანების კოშკს.
• თავისუფალი დრო 13:30 სთ მდე.
• გზად მოვინახულებთ ენგურჰესს
ტრადიციული სვანური ტრაპეზი დამატებით
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმრო 2 ღამე
• საახალწლო სუფრა
• გამყოლი
• ფოტო გადაღება
• შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონთან.
• შეკრების დრო – 23:00 სთ.
• გასვლის დრო – 23.00სთ.
• თბილისში ჩამოსვლა – 24:00 სთ ზე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.