E-T-C : ტურიზმის მენეჯმენტის სრული კურსი

ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათბილისი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID36666

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

Education & Tourism Center / განათლებისა და ტურიზმის ცენტრი გთავაზობთ ტურიზმის მენეჯმენტის სრულ კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს გაუძღვებიან :

..........................................................................................................................
მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით ტურაშვილი
..........................................................................................................................
გამოცდილი ფოტოგრაფი და მოგზაური გოგა ჩანადირი
..........................................................................................................................
ასოცირებული პროფესორი და დოქტორი ირაკლი ჯულაყიძე
..........................................................................................................................
ასოცირებული პროფესორი და დოქტორი დავით ლოლუა
..........................................................................................................................
სასტუმრო "ბილტმორი"-ს HR მენეჯერი ნათია მელაძე
..........................................................................................................................
გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი და უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი
..........................................................................................................................
სალაშქრო ვიდეო - განხილვების დამფუძნებელი და გამოცდილი მოლაშქრე გიორგი ნაზღაიძე
..........................................................................................................................
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული მიმართულებების ხელმძღვანელი ბექა ქვარცხავა
..........................................................................................................................
გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის 22 წლიანი გამოცდილების მქონე - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჩიჩუა
..........................................................................................................................
..........................................................................................................................

კურსის თანმიმდევრობა და მიმართულებები :

..........................................................................................................................
არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა
..........................................................................................................................
თვითგადარჩენა და პირველადი დახმარება
..........................................................................................................................
სპელეო ტურიზმი - მღვიმეთმცოდნეობა
..........................................................................................................................
ალპინიზმი - ექსტრემალური ტურიზმი
..........................................................................................................................
გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი
..........................................................................................................................
სალაშქრო და საფეხმავლო ტურიზმი
..........................................................................................................................
გიდის სპეციფიკა და უნარ-ჩვევები
..........................................................................................................................
სასტუმროს მართვის მენეჯმენტი
..........................................................................................................................
ფოტოხელოვნების სპეციფიკა
..........................................................................................................................
ციფრული მიმართულება
..........................................................................................................................
ტუროპერეიტინგი
..........................................................................................................................

კურსის პრიორიტეტები და მიზანი :

..........................................................................................................................
1⃣ ტრენინგებს წარუძღვებიან ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.
..........................................................................................................................
2⃣ კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს რეკომენდაციას გავუწევთ ჩვენს პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში.
..........................................................................................................................
3⃣ კურსის ფარგლებში ყველა მონაწილეს საშუალება ექნება საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს ჩვენ მიერ მოწვეულ ლექტორებთან.
..........................................................................................................................
4⃣ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მიიღებს ბეჭდით დამოწმებულ სერტიფიკატს და წამახალისებელ პრიზს.
..........................................................................................................................

ვის შეუძლია აღნიშნული კურსის გავლა

..........................................................................................................................
მონაწილეს, რომელსაც სურვილი აქვს კვალიფიკაცია აიმაღლოს და კონტაქტი დაამყაროს ტურიზმის და კულტურის სფეროში მოღვაწე წარმატებულ და პროფესიონალ ადამიანებთან.
..........................................................................................................................
მონაწილეს, რომელსაც სურს მოისმინოს წარმატებული ადამიანების გამოცდილება და მეტი ინფორმაცია მიიღოს ტურიზმის შესახებ.
..........................................................................................................................
მონაწილეს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია ტურიზმის სფეროში რა მიმართულებით დასაქმდეს.
..........................................................................................................................
მონაწილეს, რომელიც ორიენტირებულია კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვითგანვითარებაზე.
..........................................................................................................................

რა ეღირება სრული კურსის გავლა

..........................................................................................................................
ერთი მონაწილისთვის ( ერთი მონაწილე)
..........................................................................................................................
ორი მონაწილისთვის ( ერთი მონაწილე)
..........................................................................................................................
სამი მონაწილისთვის ( ერთი მონაწილე)
..........................................................................................................................

..........................................................................................................................
6 კვირიანი პრაქტიკული კურსი 12 ლექცია კვირაში 2 დღე
..........................................................................................................................
ლექციის დღეები : სამშაბათი - ხუთშაბათი / 19 : 00 სთ. 22 : 00 სთ.
..........................................................................................................................
..........................................................................................................................
სასტუმროს მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო ბილტმორში
..........................................................................................................................
ყავა, ჩაი, ტკბილეული : ყველა ტრენინგის დროს
..........................................................................................................................
..........................................................................................................................
ტრენინგი ჩატარდება : Education & Tourism Center / განათლებისა და ტურიზმის ცენტრი_ს ოფისში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე.
..........................................................................................................................

რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ :

..........................................................................................................................
კომპანიის დამფუძნებელი :
/ გიორგი ჩინჩალაძე
..........................................................................................................................
პროექტის მენეჯერი :
ლიზი სრესელი
..........................................................................................................................
კომპანიის მენეჯერი :
თეონა ახალკაცი
..........................................................................................................................

თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ

თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.

რა ვნახოთ

  • ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
  • ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
  • მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
  • რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
  • სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
  • მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას

როგორ მივიდეთ

ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.

თბილისი: გზამკვლევი
თბილისი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თბილისს?
ძველი ქალაქი, ნარიყალა, აბანოები და მთაწმინდა 2 დღეში ჯდება. მესამე დღეს შეიძლება მუზეუმები დაამატოთ ან მცხეთაში წახვიდეთ — 20 კმ-ია.
რომელ უბანში ჯობს დარჩენა?
ფეხით სეირნობისთვის — ძველი თბილისი და სოლოლაკი, უფრო მშვიდი ღამისთვის — ვაკე ან ვერა. აეროპორტიდან ან ვაგზლიდან მეტროთი მოხერხებულად მიხვალთ ნებისმიერ მათგანში.
როგორ ვისარგებლოთ გოგირდის აბანოებით?
აბანოთუბანში ცალკე ოთახები საათობრივად ქირავდება, საერთო განყოფილებები კი იაფია. შაბათ-კვირას სჯობს წინასწარ დაჯავშნა, მასაჟი (ქისა) ცალკე იხდება.
სად წავიყვანოთ ბავშვები?
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორით, საბაგირო ნარიყალაზე, ზოოპარკი და კუს ტბა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად. ზაფხულში — თბილისის ზღვის პლაჟი.
როგორ გადავადგილდეთ ქალაქში?
ცენტრში უმჯობესია ფეხით და მეტროთი, დანარჩენ ადგილებში — ავტობუსით ან აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით. საცობები ყველაზე დიდია დილის 9–10 და საღამოს 6–8 საათზე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.