ელიას მთა, ხორნაბუჯი, გონაშვილის მარანი - ნოემბერი, შაბათი.
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ტურის შესახებ
გასვლა ველოსიპედის ძეგლიდან - 08:00 საათი
დაბრუნება ველოსიპედის ძეგლთან - 19:30 საათი
მოვინახულებთ:
✔ ელიას მთა და წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს და საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ქოჩების ტბაზე.
✔ ხორნაბუჯის ციხეს ( ე.წ თამარის ციხე) - მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.
პ.ს ფეხით სასიარულო მანძილი გახლავთ ჯამში 4 კმ.
✔ გოდერძი გონაშვილის მარანი - ამ მარანში ტურისტებს სთავაზობენ : ინფორმაციის მიწოდებას ქართული ტრადიციული დარგების მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ; მონაწილეობას ქვევრის გარეცხვაში, ქვევრის ღვინით შევსებაში, ქვევრის დაფარება-გახსნაში; მონაწილეობას ჭაჭის გამოხდაში მონაწილეობას თონეზე;
დავაგემოვნებთ ღვინოს, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი გემოთი, ფაქიზი არომატით, გამოკვეთილი ფერით, მდგრადობითა და შემკულია სხვა საუკეთესო გემოვნური თვისებებით.
✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ გიდი
-------------------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.