შეხვდით ახალ წელს სვანეთში!!
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ახალი წელი სვანთში!
შეხვდით ახალ წელს სვანთში . გთავაზობთ ოთხ დღიან ჯიპ-ტურს ს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სვანეთში. დათვალიერე, გაერთვე და ისრიალე ჰაწვალისა და თეთნულდის ტრასებზე. კომფორტულ საოჯახო სასტუმროში 2ჯერადი კვებით.!
ტურისტების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
ტურის ხანგრძლივობა: 4-დღე 3-ღამე
შეკრების ადგილი:
თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 5:00 საათი
მარშრუტი:
დღე 1.
_ენგურის წყალსაცავი , _ენგურის ხეობაში ულამაზესი ჩანჩქერი.
_მესტიაში კოფორტულ საოჯახო სასტუმროში განთავსება
_მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი _საღამოს სურვილისამებრ ახალიწლის შეხვედრა , მესტიის ცენტრში არსებულ კაფეში, ცოცხალი მუსიკა.
დღე 2.
_სიყვარულის კოშკი
_უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
_ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია) . _ უშგული. _ მიხეილ. ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
დღე 3 .
_კურორტი თეთნულდი
_ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სიგრძისა და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე სასრიალო ტრასა სვანეთში: თეთნუდი.
_მარგიანების სახლ_მუზეუმი
დღე 4.
_ბეთქილის მჟავე წყალი
_ კურორტ ჰაწვალზე სრიალი. და დღის 2 საათზე გამგზავრება თბილისში.
_დადიანების სასახლე! ქალაქ ზუგდიდში.
პერსონა --350-ლარი
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული მინივენით ( MITSUBISHI DELICA 4x4 )
ღამის გათევა კომფოტულ საოჯახო სასტუმრო.
დილა_საღამოს კვება.
მუზეუმში გადასახდელი თანხა
_საბაგიროს ბილეთები.
_თხილამურები.
საჭირო ეკიპირება:
მოსახერხებელი სპორტული და თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება/
ტურის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე + 299
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.