შემოდგომის კახეთი -ჯერადი კვებით
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
(კვირა) გთავაზობთ 1 დღიან ტურს კახეთში .
მარშრუტი:
> ილიას ტბა (ყვარელი)
> ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი
> გრემის სამონასტრო კომპლექსი
> ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (წინანდალი)
> ძველი და ახალი შუამთა
-----------------------------------------
ტურის
>ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
> 2 გამყოლი
>კვება (საუზმე: ყავა,ნამცხვარი,მინერალური წყალი, ხილი,კამფეტი...
ვახშამი:სამწვადე, შოთის პური, სარდელი შამფურზე , გაზიანი სასმელი , სულგუნი , ხაჭაპური,ღვეზელი,ლობიანი, კიტრის და პომიდვრის სალათა ,ერთჯერადი ჭურჭელი)
>გათამაშება - 1-დღიანი ტური უფასოდ
>ფოტოგადაღება
>ერთჯერადი ჭურჭელი
-------------------------------------------
>ალ. ჭავჭავაძის სახლმუზეუმში შესვლის საფასური +
>ალკოჰოლური სასმელი ( მოგვაქვს ინდივიდუალურად ) ! ! !
-------------------------------------------
სირთულე - მარტივი ! ! !
>დავდივართ ჯგუფურად
>ვემორჩილებით გამყოლს
>არ ვაბინძურებთ გარემოს
წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ...
>ჩაიცვით მოხერხებულად და წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი
--------------------------------------------
>ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან
-> გავდივართ 8:00 საათზე
გასვლის ადგილას ვბრუნდებით 24:00 საათზე
PS.ჩარიცხული თანხა უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს !
#სასიამოვნო #მგზავრობას #გისურვებთ !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.