ზაოტობა" ნავაზელთან - All Inclusive

ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათბილისი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID35648

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გინახავთ ნამდვილი "ზაოტობა"?
???? როგორ წვეთ-წვეთობის ივსება შუშის ჭურჭელი კეთილშობილი "ცეცხლით"?

ქვაბს ერთად შემოვდგამთ. იცით, როგორ უნდა შემოულესოთ ქვაბს გვერდები, რომ ორთქლი არ დაიკარგოს?
ყველაზე კარგ ამინდშიც კი მალე ატანს ძვლებში,???????????????? ნოემბერია, მაგრამ ჩვენთან არ შეგცივდებათ - სახლში სითბოა, გარეთ კი იმდენი მწვადი და არაყია, სიცივეს აქეთ დასცხება.
ეს დეგუსტაცია არაა, ჩვენ მწვადის ნაჭრებსა და სასმელს არ დაგითვლით - მიირთვით რამდენსაც მოახერხებთ, რამდენიც გინდათ, ჩვენ ხელგაშლილი მასპინძლობა ვიცით და გვეხერხება!

ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე შევიკრიბებით და მანქანით ლისის ტბასთან ახლოს, თხინვალში, ნავაზელის სახლში ავალთ.
ეზო დიდი და ლამაზია. დასვენებაზე ნურც იფიქრებთ - ჭაჭის არყის გამოხდა უნდა გასწავლოთ!

გადაიღეთ ბევრი ლამაზი ფოტო, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ "ლიცენზირებული არყის მხდელი" ხართ და ნურასოდეს დალევთ ცუდ სასმელს!

გელოდებით!

???? ტრანსპორტირება ჟვანიას (გაგარინის) მოედნიდან თხინვალამდე და უკან. ????
???? მწვადი, პური, ყველი, მჟავე (რამდენსაც მიირთმევთ) ????????????????????????????
???? თქვენივე გამოხდილი ჭაჭის არაყი (რამდენსაც დალევთ) ????????????
???? არყის გამოხდის მასტერ-კლასი. ????????????
???? ურთიერთობა! ????????????????????

თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ

თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.

რა ვნახოთ

  • ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
  • ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
  • მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
  • რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
  • სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
  • მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას

როგორ მივიდეთ

ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.

თბილისი: გზამკვლევი
თბილისი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თბილისს?
ძველი ქალაქი, ნარიყალა, აბანოები და მთაწმინდა 2 დღეში ჯდება. მესამე დღეს შეიძლება მუზეუმები დაამატოთ ან მცხეთაში წახვიდეთ — 20 კმ-ია.
რომელ უბანში ჯობს დარჩენა?
ფეხით სეირნობისთვის — ძველი თბილისი და სოლოლაკი, უფრო მშვიდი ღამისთვის — ვაკე ან ვერა. აეროპორტიდან ან ვაგზლიდან მეტროთი მოხერხებულად მიხვალთ ნებისმიერ მათგანში.
როგორ ვისარგებლოთ გოგირდის აბანოებით?
აბანოთუბანში ცალკე ოთახები საათობრივად ქირავდება, საერთო განყოფილებები კი იაფია. შაბათ-კვირას სჯობს წინასწარ დაჯავშნა, მასაჟი (ქისა) ცალკე იხდება.
სად წავიყვანოთ ბავშვები?
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორით, საბაგირო ნარიყალაზე, ზოოპარკი და კუს ტბა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად. ზაფხულში — თბილისის ზღვის პლაჟი.
როგორ გადავადგილდეთ ქალაქში?
ცენტრში უმჯობესია ფეხით და მეტროთი, დანარჩენ ადგილებში — ავტობუსით ან აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით. საცობები ყველაზე დიდია დილის 9–10 და საღამოს 6–8 საათზე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.