საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი

ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID35146

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოგეხსენებათ, კახეთი ძალიან განსხვავებული რეგიონია. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მას მეტად განსხვავებულს ხდის. სწორედ კახეთშია ში არსებული ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი, რომელიც წარმოადგენს VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანეს ძეგლს.

მოსანახულებელი ადგილები:
გურჯაანის ყველაწმინდა, ან უბრალოდ ყველაწმინდა — (VIII-IX ს.ს.) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი.
გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის ანსამბლი.

მარშრუტი:
თბილისი - გრემი - ნეკრესი - გურჯაანი - თბილისი
ტურის აღწერა :
09:00 - შეკრება
09:30 გასვლა თბილისიდან, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერტორიიდან.
12:00 შასვლა გრემში
13:00 გრემიდან გამგზავრება ნეკრესის მიმართულებით
13:20 ჩასვლა ნეკრესში
14:00 გამგზავრება ნეკრესიდან გურჯაანის მიმართულებით
15:30 გურჯაანში ჩასვლა
16:10 გურჯაანიდან გამგზავრება
16:30 პიკნიკი
19:00 გამგზავრება თბილისის მიმართულებით
21:00 თბილისში დაბრუნება

სატრანსპორტო მომსახურება (კომფორტული მიკროავტობუსი);????
გამოცდილი და პოზიტიური გამყოლი.

კვება (მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვაწყობთ პიკნიკს).

გასათვალისწინებელი ფაქტორები:

არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა პიკნიკზე შეგიძლიათ დალიოთ სასმელი;
არ ვანაგვიანებთ გარემოს;
ვემორჩილებით ორგანიზატორს;
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე;
არ ვბილწსიტყვაობთ;
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად;
ვიცვამთ კომფორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს.
თან მოგვაქვს თბილი ტანსაცმელი .

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე - თეა,
ან მომწერეთ ფეისბუქზე -

ტურამდე 2 დღით ადრე ამოწერილი ხალხის თანხა უკან არ დაბრუნდება... რადგან თვქენს გამო სხვა არ დაზარალდეს და ტური არ ჩაიშალოს

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.