ორდღიანი ტური მხოლოდ . რომელიც ოფსერვატორიასაც მოიცავს
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უსურვია ტელესკოპში გახედვა და კოსმოსის საკუთარი თვალით ნახვა!
ორდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში, რომელიც ოფსერვატორიასაც მოიცავს !
მანამდე კი...
ჩასვლისთანავე დავბინავდებით საოჯახო ტიპის სასტუმროში,კერძოდ- აბასთუმანში .
მოვინახულებთ ზარზმის და ჭულევის უძველეს სამონასტრო კომპლექსს . (ასევე ჭულბში არსებულ ჩანჩქერს)
სურვილის შემთხვევაში, ულამაზეს ბუნებაში, რომელიც წელწადის ამ დროს ,,ყველაფერია ", გვექნება პიკნიკი .
შემდეგ დავბრუნდებით აბასთუმანში, დავათვალიერებთ ულამაზეს კურორტს ,რომანოვების სასახლეს, საკალმახეს , მთავარ პარკს .
თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ ეწვიოთ გოგირდის აბანოებს, ( რომელსაც იხდით თქვენ )
21;00 ზე წავალთ ოფსერვატორიაში , სადაც ვიხილავთ მზის სისტემას და მასში არსებულ ვარსკვლავებს თუ თანავარსკვლავებს. ნამდვილ სასწაულს დედამიწაზე.
უკან დაბრუნებულები მოვისვენებთ სასტუმროში .
მეორე დღეს ვეწვევით ქალაქ ახალციხეს და მოვინახულებთ ახალციხის (რაბათის) ციხეს. (შესვლა , სტუდენტები კი სარგებლობენ შეღავათით და მათთვის მხოლიდ ა, რასაც იხდით თქვენ ).
სურვილის შემთხვევაში რაბათის ერთ-ერთ რესტორანში ვისადილობთ .
შემდეგ მოვინახულებთ საფარის მონასტერს, ბოლოს კი ვარძიას ( შესვლის ,რომელსაც იხდით თქვენ )
კონფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა.
სასტუმროს საფასური,
ოფსერვატორიაში გადასახდელი თანხა
, რაბათში გამყოლი გიდი.
უფასო:ყავა და ჩაი სასტუმროში.
კვება ,რომელიც ყველას ინდივიდუალურად მოგვაქვს (სახლიდან ან ვყიდულობთ ერთად) .
აბასთუმნის გოგირდის აბანოები,
რაბათის ციხის ფასი,
ვარძიის ფასი.
გასათვალისწინებელი პირობები:
მოგვაქვს თბილი ტანისსამოსი,
არ ვცდებით დაგეგმილ მარშუტს,
არ ვბილწსიტყვაობთ,
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე ( მერე რა რომ არჩევნები მოდის მაინც)
ბექა მექოშვილი
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.