national delicacy

მოირონინე დავით გარეჯი, ბოდბე, სიღნაღი 17 ლარად

  • ID: 34986
  • ნახვები: 11759
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/09/17
    დაბრუნება
    • 24/09/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ 24 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში - დავით გარეჯის, სიღნაღისა და ბოდბის მოსანახულებლად. 

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 10:45 სთ. 
გასვლა: 11:00 სთ.

მოსანახულებელი ადგილები:
1. დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა;
2. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია XI საუკუნით თარიღდება;
3. სიღნაღი - ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 

ფეხით გასავლელი მანძილი: 2 კმ.
მარშრუტის სირთულე: მარტივი

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 17 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გამყოლის მომსახურება, ფოტოგადაღება.

ფასში არ შედის:

კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!

ტურზე ჩასაწერად და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/09/17
    დაბრუნება
    • 24/09/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა