სვანეთის ტური
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
¦ - მოგესალმებით:
გთავაზობთ სამდღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს სვანეთში
¦ - მოვინახულებთ:
ენგურჰესის წყალსაცავს, ენგურჰესის კაშხალს, ჩანჩქერს ენგურჰესის ხეობაში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხერგიანების მუზეუმს, მესტიის საკათედრო ტაძარს, მჟავე წყლებს, ღამის მესტიას, სიყვარულის კოშკს, სოფელ უშგულს, ლამარიას ტაძარს,კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარს. ჭალაადის მყინვარ წვერს, სათხილამურო საბაგიროს მესტიაში (ჰაწვალის მთას).
დღე 1.
¦ - შეხვედრის დრო და ადგილი- 05:00 რედისონის წინ ველოსიპედებთან.
¦ - გავალთ: 05:30 ზე თბილისი - მესტია.
¦ - მოვინახულებთ:
¦ - ჩანჩქერს ენგურჰესის ხეობაში
¦ - მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
¦ - მჟავე წყალს.
¦ - მესტიის საკათედრო ტაძარს.
¦ - ხერგიანების მუზეუმს.
¦ - ღამის მესტიას.
დღე 2.
¦ - მესტია - უშგული - მესტია.
¦ - სოფელ იფართან სიყვარულის კოშკს.
¦ - სოფელ უშგულს.
¦ - უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
¦ - თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკებს.
¦ - ლამარიას ტაძარს.
¦ - კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარს.
¦ - ჭალაადის მყინვარ წვერს
დღე 3.
¦ - სათხილამურო საბაგიროს მესტიაში (ჰაწვალის მთას).
¦ - ლატალის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.
¦ - ენგურჰესის წყალსაცავს.
¦ - ენგურჰესის კაშხალს
¦ - შეხვედრის დრო და ადგილი - 05:00 რედისონის წინ ველოსიპედებთან.
¦ - მგზავრობა: კომფორტული მიკრო ავტობუსით.
¦ - ტურის სირთულე: - საშუალო.
¦ - საკვები, რომელიც ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად
¦ - პიკნიკს კი ვაწყობთ ყველა ერთად
¦ - მუზეუმების საფასური.
¦ - ჰაწვალის (საბაგიროს საფასური).¦ -
¦ - ტრანსპორტირება.
¦ - გამყოლი.
¦ - ფოტო გადაღება.
¦ - პირველადი დახმარება საჭიროებისამებრ.
¦ - გასათვალისწინებელი პირობები :
¦ - შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ!
¦ - აკრძალულია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა
¦ - აკრძალულია ალკოჰოლის მიღება სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
¦ - არ ვეწევით ტრანსპორტში!
¦ - საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)!
¦ - არვყრითნაგავს !
¦ - არვბილწსიტყავობთ !
¦ - აკრძალულია დაგეგმილი მარშრუტის საკუთარინება-სურვილით გადახვევა!
¦ - ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს
¦ - აუცილებლად ვემორჩილებით ორგანიზატორს
¦ - ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
¦ - ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას!.
¦ - ჩვენი რჩევა გასათვალისწინებელი პირობები .
¦ - ჩავიცვათ მოხერხებულად და სპორტულად.(აუცილებელია).
¦ - გვეცვას სალაშქრო ფეხსაცმელი და არა"წკეტასები".(მიზანშეწონილია).
¦ - საწვიმარი (ყოველი შემთხვევისათვის).
¦ - გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ნასკები და შარვალი, ჯემპრი..(აუცილებელია).
¦ - გვქონდეს მზის სათვალე.(მიზანშეწონილია). 6.კეპი.(აუცილებელია).
¦ - მზისგან დამცავი საშუალებები.(მიზანშეწონილია).
¦ - მინიმუმ წყალი.(აუცილებელია).
¦ - 1 დღისთვის სამყოფი საკვები .(აუცილებელი).
¦ - სალაშქრო ჯოხი(მიზანშეწონილია).
¦ - ფანარი(აუცილებელია).
¦ - პირადი აფთიაქი(მიზანშეწონილია)
¦ - ტურის ჯავშანისთვის დარეკეთ:
¦ - ნატა კვიციანი -
¦ - დავით კვიციანი -
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.