ტური ულამაზეს ბახმაროში + ნაბეღლავი + გომის მთა
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მარშუტი: თბილისი-ბახმარო-ნაბეღლავი-გომის მთა-თბილისი.
ტურის პროგრამა:
პირველი დღე_გამგზავრება თბილისიდან და ჩასვლა ბახმაროში,მცირე დასვენება.
მეორე დღე_განთიადისას სალაშქრო გზამკვლევთან ერთად გამგზავრება მთა გადრეკილზე,სადაც ვიხილავთ დაუვიწყარ მზის ამოსვლას. მცირე წახემსების შემდეგ ლაშქრობა გაგრძელდება იგივე მიდამოებში.შუადღისას მოვაწყობთ პიკნიკს და პარალელურად ვიხილავთ მზის ჩასვლას.მზის ჩასვლის შემდეგ დავბრუნდებით ბახმაროში და დავბინავდებით სასტუმროში, სადაც გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ თავისუფალი დროით.
მესამე დღე_დილის საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კურორტ ნაბეღლავში,ორ საათიანი სეირნობის შემდეგ გადავინაცვლებთ გომის მთაზე და ხუთსაათიანი ლაშქრობის შემდეგ გამოვემგზავრებით თბილისში.
მინიმალური რაოდენობა 15 კაცი, მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გასვლა რუსთავიდან 19:00
თბილისიდან 20:00 (მეტრო ავლაბარი, შეკრება 19:30)
▪ ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪ სასტუმროში განთავსება
▪ კვება (საუზმე,სადილი)
▪ ფოტო გადაღება
▪ გათამაშება (შემდეგი ტური უფასოდ)
▪ სასიამოვნო გარემო
▪ ტურის ორგანიზატორი
შენიშვნა:
▪ ვიცვამთ კომფორტულ ფეხსაცმელს, მოგვაქვს მოსაცმელი (საწვიმარი).
დაბრუნება (თბილისში ვიქნებით) 23:00 საათზე
კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტური უამინდობისა თუ საგზაო მდგომარეობის შეფერხების გამო.
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.