national delicacy

მულტიკულტურული საქართველო ის, რასაც ჩვეულებრივი ტურისტი არ ნახულობს

  • ID: 34382
  • ნახვები: 8807
complogo
Mountain Riders Georgia
დამატებითი ინფორმაცია

მულტიკულტურული საქართველო
ის, რასაც ჩვეულებრივი ტურისტი არ ნახულობს
გასვლა თბილისიდან - 09:00
პირველი გაჩერება - სოფელი ასურეთი
მეორე გაჩერება - დაშ-ბაშის კანიონი (წალკა)
გაჩერება ფარავნის ტბასთან და სოფელი ახალი ხულგუმო
გაჩერება საღამოს ტბასთან
გაჩერება ახმაზის (ორლოვკას) ტბასთან
საბოლოო გაჩერება სოფელ გორელოვკაში
თბილისში დაბრუნებ 00:00
ღირებულებაში შედის: ტრანსპორტი კომფორტული ჯიპით (7 კაცზე მეტის შემთხვევაში დაემატება ჯიპი)
                            კვება 2-ჯერ
                            პროფესიონალი გიდი

ტურში ჩასმულია სხვადასხვა კულტურის ნიშნები, სამხრეთ საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და მულტიკულტურული ისტორია/ტრადიციები.
 

ასურეთი,ანუ ელიზაბეტალი, როგორც მას გერმანელი კოლონისტები უწოდებდნენ,მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.XIX საუკუნის 20-იან წლებიდან 1941 წლამდე სოფელი წარმოადგენდასაქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების ერთ-ერთი დასახლებას. ჩვენ ვნახავთ გერმანელი კოლონისტების მიერ აშენებულ არქიტექტურულ ძეგლებს - 1871 წელს აგებულ ეკლესიას, საცხოვრებელ შენობებსა და გერმანელების სასაფლაოს.

შეუძლებელია,თბილისი-ნინოწმინდის მაგისტრალის გავლა დაშ-ბაშის კანიონის უნახავად. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ გამომუშავებულ იშვიათ და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებრ ხეობას. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატით.

ჯავახეთის ვულკანური პლატო განთქმულია ულამაზესიტბების სიმრავლით. ერთ-ერთი მათგანია ფარავანი, რომელიც ზედაპირის ფართობით უდიდესია საქართველოში და ზღვის დონიდან 2073 მეტრზე. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია მეტად საინტერესო სასოფლო დასახლებები, სადაც 1840-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლებული დუხაბორები სახლობდნენ.

ფარავანის ტბის გარდა, ასევე შევჩერდებით და მოვინახულებთ საღამოს ტბას და ახმაზის (ორლოვკას) ტბას.

ჩვენი ტურის ბოლო გაჩერება სოფელი გორელოვკაა. სოფელი რუსეთიდან 1840-იან წლებში გადმოსახლებულმა დუხაბორებმა დააარსეს.
დუხაბორები -„სულისათვის მებრძოლნი“ - უკუდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა 1750 წელს ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიაში. საქართველოში დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა და სალოცავი სახლი. სოფელში ჩასვლისას თქვენ გაეცნობით დუხაბორების კულტურასა და ტრადიციებს, რაც სულ სხვა კუთხიდან დაგანახებთ მრავალფეროვან და მრავალეროვან საქართველოს.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
Mountain Riders Georgia