გომის მთა - გურია
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით:
∫ - გთავაზობთ ორ დღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს გომის მთაზე <3.
მოვინახულებთ:
I დღე:
∫ - დილის 06:00 სთ.-ზე გავემგზავრებით თბილისიდან გურიის მიმართულებით.
∫ - მდ. ბჟუჟის ხეობის გავლით ავალთ სოფელ გომში, დავტკბებით ხეობის ულამაზესი ხედებით.
∫ - მოვილოცავთ შემოქმედის მონასტერს
∫ - გომიდან გავემართებით სამთო კლიმატ-კურორტ გომისმთაზე, რომელიც ზღ. დ.-დან 2100 მ.-ზე მდებარეობს.
∫ - დავბანაკდებით გომისმთაზე და დავტკბებით მზისჩასვლის სილამაზით <3
II დღე:
∫ - დავტკბებით მზის ამოსვლით გომისმთაზე.
∫ - დღის დანარჩენ დროს გავატარებთ შავ ზღვაზე - შეკვეთილის პლაჟზე.
∫ - საღამოს გამოვემგზავრებით თბილისში.
∫ - შეხვედრის დრო: 06-00 სთ / გასვლის დრო: 06:00 სთ:
∫ - შეხვედრის ადგილი მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია:
∫ - მგზავრობა: კომფორტული მიკროავტობუსით.
∫ - ტურის სირთულე: მარტივი
+ კარავი, სპალნი მეშოკი, საგებელი.
∫ - ტრანსპორტირება
∫ - გამყოლი(გიდი)
∫ - ფოტო გადაღება
∫ - პირველადიდახმარება (საჭიროებისშემთხვევაში).
∫ - ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.
∫ - კარვებით დაბანაკება +.
გასათვალისწინებელი პირობები :
∫ - შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ!
∫ - აკრძალულია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა
∫ - აკრძალულია ალკოჰოლის მიღება სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
∫ - არ ვეწევით ტრანსპორტში!
∫ - საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდაიმშემთხვევისა, თუვინმეშეუძლოდგახდა)!
∫ - არვყრითნაგავს !
∫ - არვბილწსიტყავობთ !
∫ - აკრძალულია დაგეგმილი მარშრუტის საკუთარინება-სურვილით გადახვევა!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს <3
∫ - აუცილებლად ვემორჩილებით ორგანიზატორს <3
∫ - ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
∫ - ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას!.
∫ - ჩვენი რჩევა:გასათვალისწინებელი პირობები .
1.ჩავიცვათ მოხერხებულად და სპორტულად.(აუცილებელია).
2.გვეცვას სალაშქრო ფეხსაცმელი და არა"წკეტასები".(მიზანშეწონილია).
3.საწვიმარი (ყოველი შემთხვევისათვის).
4.გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ნასკები და შარვალი, ჯემპრი..(აუცილებელია).
5.გვქონდეს მზის სათვალე.(მიზანშეწონილია). 6.კეპი.(აუცილებელია).
7.მზისგან დამცავი საშუალებები.(მიზანშეწონილია).
8.მინიმუმ წყალი.(აუცილებელია).
9.1 დღისთვის სამყოფი საკვები .(აუცილებელი).
10.სალაშქრო ჯოხი(მიზანშეწონილია).
11.ფანარი(აუცილებელია).
12.პირადი აფთიაქი(მიზანშეწონილია)
∫ - დავითი:
∫ - ვანო:
რეკვიზიტები:
ს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:GEL
აპარატიდან გადახდის შემთცვევაში:
პირადინომერი: 40
მიმღები: დავითი კვიციანი
ბედნიერ დღეს გისურვებთ <3 <3 <3
#tour #turi #ტური #გომისმთა #მარტვილი #კანიონი #VDtour #ლაშქრობა #შეკვეთილი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.