შეხვდი მარიამობის დღესასწაულს სვანეთში!
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეხვდი მარიამობის დღესასწაულს სვანეთში
მიმართულება: შიდა ტურები
135.00
ნახვები: 229
ტურის ორგანიზატორი:
info.
,,Elite+Travel'' გთავაზობთ
დავიწყარი ექსტრემალური & კემპინგ ტური სვანეთში!
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე: შეხვედრა თავისუფლების მოედანზე
გასვლა თბილისიდან სვანეთის მიმართულებით!
ლატალი-მესტია-უღვირი!
08:00 სთ - ლატალი
მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება
მაცხვარიში XII-XIV საუკუნე
იოანე წინასწარმეტყველი XII-XIV საუკუნე
09:30 სთ - კარვების გაშლა, დაბინავება.
თავისუფალი დრო 14:00 სთ-მდე
14:30 სთ - ეთნოგრაფიული მუზეუმი;
17:30 - ჰაწვალის მთა, საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
17:30 - მარგიანების მუზეუმი;
საღამოს დაბრუნება ,,უღვირზე'' და გაცნობის სუფრა
მწვადი+ღვინის დაგემოვნება
მეორე დღე: უშგული
გამგზავრება უშგულისაკენ, გზად სიყვარულის კოშკი;
12:00 ლამარიის მონახულება;
ტრადიციული კუბდარის დაგემოვნება;
16:00 დაბრუნება და თავისუფალი დრო
20:00 უღვირზე დროის გატარება;
მესამე დღე:
09:00 კარვების ალაგება;
ჩამოსვლა მესტიაში!
მესტიის კულტურული ძეგლების დათვალიერება:
ხერგიანების მუზეუმი;
მჟავე წყალზე ჩასვლა;
კოშკზე ასვლა;
15:30 ზე გამოსვლა მესტიიდან;
გასეირნება ენგურის წყალსაცავზე;
დაბრუნება თბილისში!
P.S. ტური არის შემეცნებითი ხასიათის/ინტელექტუალური შეჯიბრის შედეგად გაიმართება გათამაშება!
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გიდი/ორგანიზატორი;
ფოტოგადაღება პროფესიული ფოტოკამერით;
(ყავა/ჩაი/ტკბილეული/წყალი)
???? თანხა უნდა გადმოირიცხოს ტურის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, წამოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
ეკიპირება: მოსახერხებელი თბილი ტანსაცმელი
info.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.