დღიანი ტური "მოინახულე საქართველო"
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
10 დღიანი ტური "მოინახულე "
მგზავრობა კომფორტული მინივენით
საოჯახო ტიპის სასტუმროები
კვება: საუზმე
მძღოლი-გამყოლი
1ღამე- ყაზბეგში, 1ღამე- ქუთაისში, 1ღამე- უშგულში, 4ღამე სვანეთში, 1ღამე-ანაკლიაში, 1ღამე- მარტვილში.
1დღე- გასვლა თბილისიდან 00:09სთ-ზე ყაზბეგის მიმართულებით, მოვინახულებთ ანანურს და გერგეთს, დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში.
2დღე- საუზმე 00:08სთ-ზე გამოსვლა ყაზბეგიდან გზა ქუთაისისკენ, მოვინახულებთ გელათს, მოწამეთას და განვთავსდებით სასტუმროში "პრომეტეს ვილა"
3დღე-საუზმე 00:08სთ-ზე გასვლა უშგულისკენ და ღამის თევა უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმროში
4დღე-საუზმე 00:08სთ-ზე გზა მესტიისკენ, მოვინახულებთ ტაძრებს, და შხარას, განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში.
5დღე- საუზმე 00:08სთ-ზე წასვლა მყინვარზე, საბაგიროთი ასვლა. განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში (მესტია)
6დღე- საუზმე 00:08სთზე გასვლა, მოვინახულებთ ტბებს, ცენტრალურ მუზეუმებს, მონასტერებს, ბეჩოში განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში.
7დღე- საუზმე 00:08სთ-ზე, მოვინახულებთ შტუდგარდის ჩანჩქერს (3-4კმ) ფეხით სავალი გზა, (ლანჩის წაღება სასტუმროდან) დაბინავება ბეჩოში.
8დღე- საუზმე 00:08სთ-ზე გზა ზუგდიდისკენ, მოვინახულებთ დადიანების სასახლეს, გასვლა ანაკლიისკენ და ღამის თევა საოჯახო ტიპის სასტუმროში.
9დღე- საუზმე 00:08სთ-ზე მოვინახულებთ მარტვილის და გორდის კანიონებს, ღამის თევა მარტვილში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
10დღე- საუზმე და გამგზავრება თბილისისკენ.
ღიებულებაში არ შედის: მუზეუმების და საბაგიროს თანხა.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.