სვანეთი / მესტია / ჰაწვალი / უშგული (კვებით) - აგვისტო
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
>ტრანსპორტიორება კომფორტული მიკროავტობუსით
>სასტუმროში განთავსება ორჯერადი კვებით (hotel USHBA ^_^ ტერასით )
> 2 გამყოლი
>ფოტოგადაღება
>გათამაშება (მომდევნო ტური უფასოდ )
>გზის კვება :მინერალური წყალი,ყავა,ნამცხვარი,სენდვიჩი (მხოლოდ აქედან)
--------------------------------------------------------------------
>საბაგიროთი გასეირნება +
>ალკოჰოლური სასმელი (მოგვაქვს ინდივიდუალურად)
>მუზეუმებში შესვლის საფასური (3 + 7 )
--------------------------------------------------------------------
ტურის მარშრუტი:
> 09:00 - ლანჩი გზაში ( სენდვიჩი, წვენი, წყალი, ყავა, ნამცხვარი).
>11:00- სოფელი ლატალი (მაცხოვრის ამაღლების სახელობის უძველესი ტაძარი და იენაშის- იოანე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია ).
>13:00 - გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით(სამთო-სათხილამურო ტრასა) გავისეირნებთ საბაგიროთი, საიდანაც იშლება მწვერვალ“უშბას“ და „თეთნულდის“ შთამბეჭდავი პანორამული ხედები.
>16:00 - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.(+ )
>17:00 - მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი (+ )
>18:00- დაბინავება სასტუმროში. (ვახშამი/თავისუფალი დრო)
>8:00 საუზმე სასტუმროში.
>9:00 გამგზავრება უშგულში (სიყვარულის კოშკი,უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი,ლამარიას ეკლესია). სოფელ იფართან შეგვხვდება ‘’სიყვარულის კოშკი’’ სადაც შეგვეძლება ასვლა
15:00- გამომგზავრება უშგულიდან მესტიის მიმართულებით
24:00 - ვბრუნდებით გასვლის ადგილას (ველოსიპედის ძეგლთან)
--------------------------------------------------------------------------------------
მონაწილეთა საყურადღებოდ :
>დავდივართ ჯგუფურად!
>არ ვაბინძურებთ გარემოს!
>ვემორჩილებით გამყოლებს!
>ადგილზე ვბრუნდებით დათქმულ დროს !
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლები იხსნიან ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე !
!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.