გურგენიანის ჩანჩქერი #
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
Do The Hop In Nature…. მოკლედ ჩემი უსაყვარელი ლაგოდეხი და საყვარელი მარშრუტი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე
ტურის ხანგძლივობა 1 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
ლაგოდეხის ნაკრძალი
გურგენის ჩანჩქერი
დროის ფაქტორის მიხედვით დაემატება ბონუს ლოკაციები
გასავლელი მანძილია დაახლოებით 7 კმ.
გზის სირთულე - ცოტა "ბუქსაობა" მოგიწევთ
შეკრების ადგილი: რედისონთან „ველოსაპედი“ რომ არის იქ.
ზარმაცებს და მძინარებს ველოდებით 15 წუთი. ⌚ შემდეგ კი გავემართებით ჩვენს გზაზე.
თბილისში ვიქნებით დაახლოებით საღამოს 11:30 სთ-ზე
ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
თანხა მოიცავს:
მხიარული სტაFFი რომელიც იზრუნებს თქვენზე
ლანჩ-პაკეტს
კარგად თუ მოიქცევით მწყვადებიც იქნება
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში.
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავსს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. :)
არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ ზემოთ მოხსენებულს წინააღმდეგ შემთხვევაში უჩვენოდ მოგიწევთ გზის გაგძელება.
ვიყოთ ერთად და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ამ დღისგან.
Bonus Challenge - ვინც მოახერხებს და დაიკარგება შემდეგში აღარ წავიყვან ^_^
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.